ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

განათლების სამინისტრო

განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და ბიძინა ივანიშვილს უნივერსიტეტის სახელმწიფოსთვის გადაცემისთვის მადლობა გადაუხადა. წელს KIU-ს საბაკალავრო საფეხური 250-მდე სტუდენტმა დაასრულა.

გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაიმედინიუსი

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

მინისტრმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და კურსდამთავრებულებს წარმატებები უსურვა.

„გულითადად გილოცავთ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს სწავლის დამთავრებას. თქვენი შრომით, შემართებითა და ძალიან დიდი ძალისხმევით დამსახურებულად მოიპოვეთ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის საპატიო სტატუსი.

მჯერა, უნივერსიტეტში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას წარმატებით გამოიყენებთ პროფესიულ საქმიანობაში, ღირსეულად გააგრძელებთ წინსვლას და თქვენს წვლილს შეიტანთ ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და გაძლიერებაში.

ახლა თქვენთვის ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება. გისურვებთ, რომ ეს გზა სავსე იყოს საინტერესო შესაძლებლობებითა და პროფესიული მიღწევებით. არასოდეს დაკარგოთ ცოდნის მიღების სურვილი, საკუთარი შესაძლებლობების რწმენა და სწრაფვა უკეთესი მომავლისკენ.

დღეს ყველას ძალიან გვეამაყება საქართველოში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის არსებობა — თანამედროვე კამპუსით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და უმაღლესი კვალიფიკაციის პროფესორ-მასწავლებლებით.

მინდა, განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის მიმართ. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უნივერსიტეტის დაფუძნება და შემდგომ მისი სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემა არა მხოლოდ უმნიშვნელოვანესი საქველმოქმედო საქმე, არამედ საკუთარი ქვეყნისა და მომავალი თაობებისადმი უდიდესი პატრიოტიზმისა და პასუხისმგებლობის გამოხატულებაა“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საბაკალავრო საფეხური წელს 250-მდე სტუდენტმა დაასრულა, ორ საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამას კი პირველი კურსდამთავრებულები ჰყავს.

საზეიმო ცერემონია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა და რექტორმა ვახტანგ ცაგარელმა გახსნა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო TUM-ის ემერიტუს პრეზიდენტმა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტმა, პროფესორმა ვოლფგანგ ა. ჰერმანმა, რომელმაც რექტორთან და სკოლების დეკანებთან ერთად კურსდამთავრებულებს დიპლომები გადასცა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საკანონმდებლო ორგანოს, ადგილობრივი ხელისუფლებისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები.

გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება გალა-კონცერტით დასრულდა.

ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„გულითადად გილოცავთ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს სწავლის დამთავრებას. თქვენი შრომით, შემართებითა და ძალიან დიდი ძალისხმევით დამსახურებულად მოიპოვეთ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის საპატიო სტატუსი. მჯერა, უნივერსიტეტში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას წარმატებით გამოიყენებთ პროფესიულ საქმიანობაში, ღირსეულად გააგრძელებთ წინსვლას და თქვენს წვლილს შეიტანთ ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და გაძლიერებაში. ახლა თქვენთვის ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება. გისურვებთ, რომ ეს გზა სავსე იყოს საინტერესო შესაძლებლობებითა და პროფესიული მიღწევებით. არასოდეს დაკარგოთ ცოდნის მიღების სურვილი, საკუთარი შესაძლებლობების რწმენა და სწრაფვა უკეთესი მომავლისკენ. დღეს ყველას ძალიან გვეამაყება საქართველოში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის არსებობა — თანამედროვე კამპუსით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და უმაღლესი კვალიფიკაციის პროფესორ-მასწავლებლებით. მინდა, განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის მიმართ. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უნივერსიტეტის დაფუძნება და შემდგომ მისი სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემა არა მხოლოდ უმნიშვნელოვანესი საქველმოქმედო საქმე, არამედ საკუთარი ქვეყნისა და მომავალი თაობებისადმი უდიდესი პატრიოტიზმისა და პასუხისმგებლობის გამოხატულებაა“
გივი მიქანაძე
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ქუთაისში, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, პირველ-კურსელთათვის საზეიმო ღონისძიება გაიმართაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები