ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გიორგი ჩაკვეტაძე და ზაზა ლომინაძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებას დაესწრნენ

საქართველოს პარლამენტი

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამა 250-მდე სტუდენტმა დაასრულა. გამოსაშვებ ღონისძიებას განათლების მინისტრი გივი მიქანაძე და პარლამენტის წევრები გიორგი ჩაკვეტაძე და ზაზა ლომინაძე დაესწრნენ.

გიორგი ჩაკვეტაძე და ზაზა ლომინაძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებას დაესწრნენ
გიორგი ჩაკვეტაძე და ზაზა ლომინაძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებას დაესწრნენრუსთავი 2

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ქუთაისის მუნიციპალიტეტის დელეგატი ზაზა ლომინაძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებას დაესწრნენ.

საზეიმო ცერემონია უნივერსიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა და რექტორმა ვახტანგ ცაგარელმა გახსნა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამები წელს 250-მდე სტუდენტმა დაასრულა, ხოლო ორ საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამას პირველი კურსდამთავრებულები ჰყავს.

ღონისძიებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები