ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

ქუთაისში, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, პირველ-კურსელთათვის საზეიმო ღონისძიება გაიმართა

ქუთაისში, განათლების სამინისტროს ინიციატივით, დასავლეთ საქართველოს უნივერსიტეტების პირველკურსელთათვის საზეიმო ღონისძიება და გალა-კონცერტი გაიმართა. სტუდენტებს სიტყვით მიმართეს განათლების მინისტრმა და ქუთაისის მერმა. განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ აღნიშნა, რომ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული ყველა პირველკურსელი 100%-ით დაფინანსდება.

ქუთაისში, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, პირველ-კურსელთათვის საზეიმო ღონისძიება გაიმართა
ქუთაისში, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, პირველ-კურსელთათვის საზეიმო ღონისძიება გაიმართარუსთავი 2

ქუთაისში, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, პირველკურსელთათვის საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

განათლების სამინისტროს ინიციატივით, დასავლეთ საქართველოს უნივერსიტეტების სტუდენტები ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ. მათ სიტყვით განათლების მინისტრმა და ქუთაისის მერმა მიმართეს. დღის ბოლოს გალა-კონცერტი შედგა.

მსგავს ღონისძიებას უკვე აღმოსავლეთ საქართველოს უნივერსიტეტების პირველ-კურსელებისთვის სამინისტრო ხვალ უმასპინძლებს.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, მათ სურდათ, რომ პირველკურსელების წარმატება მასშტაბურად აღენიშნათ.

"ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ამიერიდან ყველა პირველკურსელი, ვინც ჩაირიცხა სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში, მთლიანად 100%-ით დაფინანსებული იქნება სახელმწიფოს მიერ.

ჩვენ გვინდოდა, რომ მასშტაბურად აღგვენიშნა პირველკურსელთა ეს გამარჯვება. ახალგაზრდა ადამიანები, რომლებმაც თავისი შრომით, თავისი ძალისხმევით დაამტკიცეს, რომ ისინი არიან მომზადებული კადრები იმისთვის, რომ გააგრძელონ კონკრეტული სპეციალობების მიხედვით სწავლა სახელმწიფო სასწავლებლებში", - განაცხადა გივი მიქანაძემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ამიერიდან ყველა პირველკურსელი, ვინც ჩაირიცხა სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში, მთლიანად 100%-ით დაფინანსებული იქნება სახელმწიფოს მიერ. ჩვენ გვინდოდა, რომ მასშტაბურად აღგვენიშნა პირველკურსელთა ეს გამარჯვება. ახალგაზრდა ადამიანები, რომლებმაც თავისი შრომით, თავისი ძალისხმევით დაამტკიცეს, რომ ისინი არიან მომზადებული კადრები იმისთვის, რომ გააგრძელონ კონკრეტული სპეციალობების მიხედვით სწავლა სახელმწიფო სასწავლებლებში“
გივი მიქანაძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.