რთვლის სუბსიდირებაზე დამატებით ₾237 მლნ-ს დახარჯვას აპირებენ
სახელმწიფო „მოსავლის მართვის კომპანია“ ჭარბი ყურძნის შესაძენად ბიუჯეტიდან გამარტივებული შესყიდვით დამატებით 237 მილიონ ლარს ითხოვს. მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების შემთხვევაში, რთვლის სუბსიდირების ჯამური დაფინანსება 347 მილიონ ლარს მიაღწევს.

“მოსავლის მართვის კომპანია” სახელმწიფო კომპანია ჭარბი ყურძნის შესაძენად, გამარტივებული შესყიდვის გზით ბიუჯეტიდან დამატებით ₾237 მლნ-ს ითხოვს.
სააგენტოს განმარტებით ტენდერის ჩატარება პროცესს შეაფერხებს.
2008 წლიდან მოყოლებული სახელმწიფო ყურძენს ასუბსიდირებს. 2013 წლიდან რუსეთის ბაზარი გაიხსნა, ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტი მკვეთრად გაიზარდა, მაგრამ ამის მიუხედავად, 2013-2025 წლებში, ყურძნის სუბსიდირებაზე, ბიუჯეტიდან 1 მლრდ ლარზე მეტი დაიხარჯა.
სუბსიდია ორ ნაწილად იყოფა, პირდაპირ სუბსიდიად, როდესაც სახელმწიფო მევენახეს 1 კგ ყურძენზე პირდაპირ უმატებს გარკვეულ თანხას და სახელმწიფოს მიერ ჭარბ და დაზიანებული ყურძნის შესყიდვად.
რთვლის სუბსიდირებაზე 2026 წლის მარტში #536 განკარგულებით ₾60 მლნ გამოიყო, სექტემბერში მოსავლის მართვის კომპანიამ, გაზრდილი სუბსიდირების დასაფინანსებლად დამატებით ₾50 მლნ მოითხოვა. თუ მოთხოვნილი ₾237 მლნ-ც სრულად იქნა ათვისებული, მაშინ 2026 წლის ჯამური სუბსიდირების თანხა ₾347 მლნ-ს მიაღწევს. დაზუსტებული ინფორმაცია ნოემბერ-დეკემბერში გახდება ცნობილი.
ბოლო წლებში რუსეთის წილმა ღვინის ექსპორტში 65%-ს მიაღწია. 2026 წლის ოქტომბრის დასაწყისში რუსეთმა ქართული ღვინის ნაწილზე ემბარგო გამოაცხადა, შესაბამისად თუ ემბარგო შენარჩუნდა, სახელმწიფო იძულებული გახდება ან კიდევ უფრო მეტად გაზარდოს სუბსიდიის მოცულობა ან დაუშვას, რომ ჩასაბარებელი ყურძნის ფასი შემცირდეს, რაც თავის მხრივ სოციალური პროტესტის რისკს ზრდის.
რუსეთის ახალ ემბარგოსა და მის შესაძლო შედეგებთან დაკავშირებით უფრო ვრცლად ამ სტატიაშია მოთხრობილი.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…