რომელ ღვინის კომპანიებს გაუფორმა მთავრობამ კონტრაქტი ყურძნის ჩაბარებისთვის?
2026 წლის რთველის ფარგლებში, სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არსებულმა შპს "მოსავლის მართვის კომპანიამ" კახეთში ყურძნის ჩაბარების მიზნით 20-ზე მეტ ღვინის ქარხანასთან სჯამში 9,1 მილიონი ლარის კონტრაქტები გააფორმა. მიმდინარეპროტესტებისა და უხვი ნალექის ფონზე, მთავრობამ ჭარბი და არაკონდიციური ყურძნის შესასყიდი ფასები გაზარდა და შაქრიანობის მოთხოვნები შეამცირა.

2026 წლის რთველის ფარგლებში სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არსებული შპს "მოსავლის მართვის კომპანია" მევენახეებისგან ყურძენს 20-ზე მეტ ლოკაციაზე, კახეთის სხვადასხვა ღვინის ქარხანასთან გაფორმებული კონტრაქტების საფუძველზე იბარებს. ღვინის ეროვნული სააგენტოს თანახმად, 29 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში 113,5 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული.
აღნიშნული მომსახურებისთვის, სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არსებულმა კომპანიამ სექტემბერში სხვადასხვა ღვინის ქარხანასთან 9,1 მილიონი ლარის კონტრაქტები გააფორმა. მათ შორის ყველაზე დიდი კონტრაქტები გააფორმა ჯგუფ Bolero-ს შემადგენლობაში არსებულ კომპანიებთან, უშუალოდ Bolero-სთან 200,000 ლარის ოდენობით, ხოლო მის შვილობილებთან "უნივერსალ სპირტთან" 600,000 ლარის და "გრუზვინპრომთან" 1.2 მილიონი ლარის ოდენობით. ასევე მსხვილი - 1 მილიონი ლარის კონტრაქტი გააფორმა "დუგლაძეების ღვინის კომპანიის" შვილობილთან - "კოტეხი გურჯაანის ღვინის" ქარხანასთან.
მოსავლის მართვის მიერ რთველის ჩაბარებისთვის გაფორმებული კონტრაქტებია:
მიმწოდებელი
თანხა (GEL)
შპს ნაფარეული 1890
400,000
შპს ქინძმარაული
150,000
სს ახმეტის ღვინის ქარხანა
500,000
შპს წინანდალი - XXI საუკუნის საუკეთესო ღვინოები
300,000
შპს ვაინ კახეთი
600,000
სს კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანა
1,000,000
შპს შვიდი ვაინ
31,500
შპს ქინძმარაული ვაინ
200,000
შპს ყვარლის სარდაფი
500,000
შპს ჩი-ე ენოლოჯიკა
14,560
შპს Bolero & Company
200,000
შპს რაჭული ღვინო
400,000
შპს მეღვინეობა კაჭრეთი
1,000,000
შპს გრუზვინპრომი
1,200,000
შპს უნივერსალ სპირიტს
600,000
შპს ხაოს მარანი
400,000
სს ჭანდარი ღვინის ქარხანა
400,000
შპს ბერიკა
200,000
შპს ასკანელი ძმები
500,000
შპს ბონი
300,000
შპს ზედაშე
200,000
გასული კვირის დასაწყისში კახეთში მევენახეთა საპროტესტო აქციების ფონზე, მთავრობამ ჭარბი და არაკონდიციური ყურძნის შესასყიდი ფასები გაზარდა და შაქრიანობის მოთხოვნები შეამცირა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ლევან მეხუზლას თქმით, გადაწყვეტილება უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების გამო მიიღეს, რათა არცერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩეს. ახალი ტარიფები და პირობები:
მაღალკონდიციური ყურძენი: aßaსაფერავი (20%-დან ზემოთ) — 1.50 ლარი; რქაწითელი და სხვა (19%-დან ზემოთ) — 1.30 ლარი (შაქრიანობის ზღვარი 1%-ით შემცირდა).
დაბალკონდიციური ყურძენი: საფერავი (16-20%) — 1.00 ლარი; რქაწითელი და სხვა (16-19%) — 0.90 ლარი (ფასი გაიზარდა 10 თეთრით).
16%-ზე დაბალი შაქრიანობის ყურძენი: ფასი გაიზარდა 50 თეთრამდე (ნაცვლად 30 თეთრისა).
2026 წელს კახეტში 320,000 ტონის მოსავალს პროგნოზირებენ. გასულ წელს სახელმწიფო კომპანიას რთველის სუბსიდირება 246 მილიონი ლარი დაუჯდა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.