ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აკაკი ბობოხიძე - სახელმწიფო პოლიტიკა რუსეთთან მკაფიოდ განსაზღვრულია - რეალურად ჩვენ რუსული პოლიტიკის დანამატი ვართ

ევროპული საქართველოქართული ოცნება

აკაკი ბობოხიძის განცხადებით, საქართველო რეალურად რუსული პოლიტიკის დანამატია და რუსეთთან ურთიერთობის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას აზრი არ აქვს, რადგან ხელისუფლება ქვეყნის ინტერესების ნაცვლად საკუთარი პირადი ძალაუფლების შენარჩუნებაზეა ორიენტირებული.

აკაკი ბობოხიძე - სახელმწიფო პოლიტიკა რუსეთთან მკაფიოდ განსაზღვრულია - რეალურად ჩვენ რუსული პოლიტიკის დანამატი ვართ
აკაკი ბობოხიძე - სახელმწიფო პოლიტიკა რუსეთთან მკაფიოდ განსაზღვრულია - რეალურად ჩვენ რუსული პოლიტიკის დანამატი ვართინტერპრესნიუსი

სახელმწიფო პოლიტიკა რუსეთთან მკაფიოდ განსაზღვრულია. რეალურად ჩვენ ვართ რუსული პოლიტიკის დანამატი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, აკაკი ბობოხიძემ განაცხადა, რითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დანიშვნას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ფაქტია, რომ რუსეთთან ლაპარაკი შეუძლებელია, რადგან მას აქვს მხოლოდ ერთი ინტერესი, რომ საკუთარი ინტერესები პირწმინდად გაატაროს.

“წარმომადგენელი ყოველთვის გვყავდა და აქამდეც მუშაობდნენ. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში პერსონებს მნიშვნელობა არ აქვთ, იქნებოდა ზურაბიშვილი, აბაშიძე თუ რომელიმე სხვა. სახელმწიფო პოლიტიკა რუსეთთან მკაფიოდ განსაზღვრულია. რეალურად ჩვენ ვართ დანამატი პოლიტიკის რუსული, არანაირი დამოუკიდებელი პოლიტიკა, რომელიც ქვეყნის ინტერესებს შეესაბამება არ გვაქვს. ასევე მიმაჩნია, რომ ქვეყნისთვის დამღუპველია, როდესაც ვამბობთ, რომ ჟენევის ფორმატის მიღმა კიდევ რაღაც სხვა ფორმატიც იარსებებს, რომელიც უბრალოდ დახურული და გაუგებარია აბსოლუტურად ყველასათვის, ყოველ შემთხვევაში არათუ მოსახლეობის ფართო ფენებისათვის, არამედ პოლიტიკური წრეებისთვისაც. ფაქტია, რომ რუსებთან არა თუ ცალკე, არამედ ვინმესთან ერთად ლაპარაკიც კი შეუძლებელია, იმიტომ რომ რუსეთი მხოლოდ ორიენტირებულია თავისი ინტერესების პირწმინდად გატარებაზე, სხვა რომელიმე ქვეყნის, მითუმეტეს ისეთი პატარა ქვეყნის, როგორიც საქართველოა, ინტერესების გათვალისწინების გარეშე. მითუმეტეს, მაშინ, როდესაც ქვეყანას ჰყავს ისეთი ხელისუფლება, რომელიც ორიენტირებულია საკუთარი პირადი ძალაუფლების შენარჩუნებაზე და არა ქვეყნის ინტერესებზე.

“ქართული ოცნება” ვაჭრობს დასავლეთთან და ჩვენ მომხრეებთან. მათ მხარდამჭერებსაც ეტყობათ, რომ რუსების მხარეს არიან. შეშფოთებით უყურებენ უკრაინის წარმატებას და ერთი სული აქვთ როდის დამარცხდება ის. მხოლოდ ერთი მიზეზის გამო, საკუთარი თავის ხელისუფლებაში შენარჩუნებას ხედავენ მხოლოდ პუტინის პოლიტიკის წარმატების შემთხვევაში. მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი პოლიტიკა გაამართლონ. მათთვის მნიშვნელობა არ აქვს ქვეყნისთვის რა არის სასარგებლო და საზიანო, მთავარია მათი პოლიტიკა იყოს გამართლებული და ხელისუფლებაში ყოფნა კიდევ გაუხანგრძლივდეთ”, - განაცხადა ბობოხიძემ.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები