საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეროვნული პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მეცნიერების სხვადასხვა დარგში შექმნილი ნაშრომებისთვის ეროვნული პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოაცხადა. საკონკურსო განაცხადებისა და ნაშრომების მიღება 16 ოქტომბრიდან 6 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეროვნული პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდა.
საქართველოს ეროვნული პრემია ენიჭება ფიზიკურ პირს საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული, სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, იურიდიული, სამედიცინო, სიცოცხლის შემსწავლელი ან საინჟინრო მეცნიერებების დარგში მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებული ნაშრომის, ან ნაშრომთა ციკლისთვის.
პრემია ყოველწლიურად გაიცემა. ლაურეატები, რომელთა ნაშრომებმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ქართული მეცნიერებისა და მსოფლიოს სულიერ, სოციალურ ან ეკონომიკურ განვითარებაში, მიიღებენ შესაბამის დიპლომს, სამკერდე ნიშანსა და ფულად ჯილდოს.
საქართველოს ეროვნული პრემიის მოსაპოვებლად საკონკურსო განაცხადებისა და ნაშრომების მიღება 2026 წლის 16 ოქტომბრიდან 6 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
განაცხადების წარდგენა შესაძლებელია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მისამართზე: თბილისი, ათონელის ქუჩა №25, საფოსტო ინდექსი 0108, ან ელექტრონულად [email protected].
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
* კანდიდატის წარდგინება ნაშრომის აღწერა-დახასიათებითა და იმ განსაკუთრებული ღირსებების მითითებით, რომლებიც მისი პრემიის მოსაპოვებლად წარდგენის საფუძველია. წარდგინებას ხელს უნდა აწერდეს წარმდგენი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ან საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრი;
* სამეცნიერო ნაშრომი - მატერიალური ფორმით წარდგენის შემთხვევაში, ცხრა ეგზემპლარად, მათ შორის, სულ მცირე, ერთი ორიგინალი;
* კანდიდატის ბიოგრაფია (CV) და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი.
ნაშრომის შეფასებისთვის შესაძლებელია დამატებით წარმოდგენილი იყოს გამოქვეყნებული რეცენზიები და სხვა მასალები, მათ შორის აუდიო, ვიდეო- და ფოტომასალა.
დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცხელ ხაზზე: +995 32 2 28 88 88.
ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრელებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.