ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის განკარგულებით, საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიის ცხრაწევრიანი შემადგენლობა დამტკიცდა

მიხეილ ყაველაშვილის განკარგულებით საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიის 9-წევრიანი შემადგენლობა დამტკიცდა, რომელსაც განათლების მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია უხელმძღვანელებს.

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის განკარგულებით, საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიის ცხრაწევრიანი შემადგენლობა დამტკიცდა
საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის განკარგულებით, საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიის ცხრაწევრიანი შემადგენლობა დამტკიცდაიმედინიუსი

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის განკარგულებით, საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიის ცხრაწევრიანი შემადგენლობა დამტკიცდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს პრეზიდენტის სასახლეში კომისიის პირველი სხდომა გაიმართა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ლუკა ეხვაიამ გახსნა.

კომისიას პროფესორი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, ზვიად გაბისონია ხელმძღვანელობს, შემადგენლობაში კი მეცნიერების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები შედიან.

საქართველოს ეროვნული პრემია ენიჭება პირს საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული, სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, იურიდიული, სამედიცინო, სიცოცხლის შემსწავლელი, ან საინჟინრო მეცნიერებების დარგში მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებული ნაშრომის, ან ნაშრომთა ციკლისთვის.

პრემია ყოველწლიურად გაიცემა. ლაურეატები, რომელთა ნაშრომებმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ქართული მეცნიერებისა და მსოფლიოს სულიერ, სოციალურ ან ეკონომიკურ განვითარებაში, მიიღებენ შესაბამის დიპლომს, სამკერდე ნიშანსა და ფულად ჯილდოს.

საქართველოს ეროვნული პრემიის მოსაპოვებლად საკონკურსო განაცხადებისა და ნაშრომების მიღება 2026 წლის 16 ოქტომბრიდან 6 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მიხეილ ყაველაშვილის განკარგულებით, საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიის ცხრაწევრიანი შემადგენლობა დამტკიცდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები