პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის განკარგულებით, საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიის ცხრაწევრიანი შემადგენლობა დამტკიცდა

მიხეილ ყაველაშვილის განკარგულებით, საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიის ცხრაწევრიანი შემადგენლობა დამტკიცდა, რომელსაც განათლების მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია უხელმძღვანელებს.

პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის განკარგულებით, საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიის ცხრაწევრიანი შემადგენლობა დამტკიცდა
რუსთავი 2

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის განკარგულებით, საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიის ცხრაწევრიანი შემადგენლობა დამტკიცდა. დღეს, პრეზიდენტის სასახლეში კომისიის პირველი სხდომა გაიმართა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ლუკა ეხვაიამ გახსნა.

კომისიას პროფესორი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, ზვიად გაბისონია ხელმძღვანელობს, შემადგენლობაში კი მეცნიერების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები შედიან.

საქართველოს ეროვნული პრემია ენიჭება პირს საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული, სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, იურიდიული, სამედიცინო, სიცოცხლის შემსწავლელი, ან საინჟინრო მეცნიერებების დარგში მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებული ნაშრომის, ან ნაშრომთა ციკლისთვის.

პრემია ყოველწლიურად გაიცემა. ლაურეატები, რომელთა ნაშრომებმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ქართული მეცნიერებისა და მსოფლიოს სულიერ, სოციალურ ან ეკონომიკურ განვითარებაში, მიიღებენ შესაბამის დიპლომს, სამკერდე ნიშანსა და ფულად ჯილდოს.

საქართველოს ეროვნული პრემიის მოსაპოვებლად საკონკურსო განაცხადებისა და ნაშრომების მიღება 2026 წლის 16 ოქტომბრიდან 6 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის განკარგულებით, საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიის ცხრაწევრიანი შემადგენლობა დამტკიცდა
  2. პირველი არხისამთავრობომიხეილ ყაველაშვილის განკარგულებით, საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიის ცხრაწევრიანი შემადგენლობა დამტკიცდა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეროვნული პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები