ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სახალხო დამცველი „მწვანე სკოლის“ მოსწავლეებს შეხვდა

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და მისი მოადგილე „მწვანე სკოლის“ მოსწავლეებს შეხვდნენ. ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების წესები, მინიჭებისა თუ უარის თქმის საფუძვლები და არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის საკითხები განიხილეს.

სახალხო დამცველი „მწვანე სკოლის“ მოსწავლეებს შეხვდა
სახალხო დამცველი „მწვანე სკოლის“ მოსწავლეებს შეხვდაინტერპრესნიუსი

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის მოადგილე ირინე ჩიხლაძე თბილისის „მწვანე სკოლის“ მოსწავლეებს შეხვდნენ. ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოსწავლეთა ინტერესის შესაბამისად, შეხვედრაზე სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს საქართველოს მოქალაქეობის ქონასთან დაკავშირებული საკითხები გააცნეს.

„შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების ფორმები, ასევე, მოქალაქეობის მინიჭებისა თუ უარის თქმის საფუძვლები. ისაუბრეს ამ მიმართულებით ადამიანის უფლებების დასაცავად სახალხო დამცველის მანდატზე, საქმიანობასა და რეაგირების მექანიზმებზე.

მოსწავლეები არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის, მათ შორის, არასრულწლოვანთა მიმართ სახელმწიფოს ვალდებულებების საკითხებითაც დაინტერესდნენ,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების ფორმები, ასევე, მოქალაქეობის მინიჭებისა თუ უარის თქმის საფუძვლები. ისაუბრეს ამ მიმართულებით ადამიანის უფლებების დასაცავად სახალხო დამცველის მანდატზე, საქმიანობასა და რეაგირების მექანიზმებზე. მოსწავლეები არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის, მათ შორის, არასრულწლოვანთა მიმართ სახელმწიფოს ვალდებულებების საკითხებითაც დაინტერესდნენ,“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ლევან იოსელიანი: 2025 წლის 26 დეკემბერს ბატონმა დავითაძემ მოგვმართა და მიუთითა, რომ 20-21 დეკემბერს მის მიმართ განხორციელდა არასათანადო მოპყრობა. იმ დღესვე მოვინახულეთ ის, იმ დღესვე მივმართეთ პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით - შევისწავლეთ კადრები, ვერ დავინახეთ, რომ ამ კადრებში ასახული იყო ის, რაზეც ბატონი დავითაძე უთითებდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები