ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აშშ-ში გამჭვირვალობის საჭიროება გვესმის და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ უცხოური, მით უმეტეს, დესტრუქციული გავლენა საქართველოში უნდა იყოს აღკვეთილი - გიორგი ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, აშშ-ში გამჭვირვალობის კანონმდებლობის გამკაცრება ადასტურებს, რომ მავნე და დესტრუქციული უცხოური გავლენები უნდა აღიკვეთოს. მისი თქმით, საქართველო მსგავსი საშიშროებების მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადია.

აშშ-ში გამჭვირვალობის საჭიროება გვესმის და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ უცხოური, მით უმეტეს, დესტრუქციული გავლენა საქართველოში უნდა იყოს აღკვეთილი - გიორგი ვოლსკი
აშშ-ში გამჭვირვალობის საჭიროება გვესმის და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ უცხოური, მით უმეტეს, დესტრუქციული გავლენა საქართველოში უნდა იყოს აღკვეთილი - გიორგი ვოლსკირუსთავი 2

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, უცხოური გავლენა ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება დესტრუქციულად განვითარდეს და ამ მხრივ, საქართველო გაცილებით მოწყვლადია.

მისი შეფასებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში გამჭვირვალობის კანონმდებლობის გამკაცრება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანაში მავნე და დესტრუქციული უცხოური გავლენები უნდა აღიკვეთოს.

"უცხოეთის გავლენა ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება ძალიან დესტრუქციულად განვითარდეს. კონკრეტული ადამიანები არიან ჩართულები, ხელფასს იღებენ ამაში და გარკვეულწილად, კარნახით მუშაობენ. შეერთებული შტატები მძლავრი ქვეყანაა, - რასაკვირველია, საქართველო და ბევრი სხვა ქვეყანა გაცილებით უფრო მოწყვლადია ასეთი საშიშროების თვალსაზრისით. სამწუხარო მაგალითები არაერთი ვიხილეთ. ხუთი რევოლუცია ვიხილეთ, სადაც პირდაპირ იყვნენ ჩართული ადამიანები, რომლებიც ფინანსდებოდნენ გარკვეული უცხოური რესურსებით. ასე რომ, აშშ-ში გამჭვირვალობის საჭიროება გვესმის და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ უცხოური გავლენა, მით უმეტეს, დესტრუქციული გავლენა საქართველოში უნდა იყოს აღკვეთილი," - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

ცნობისთვის: მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამერიკის შეერთებულ შტატებში უცხოური გავლენის აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) შესაძლო გამკაცრებას აქტიურად ეხმაურებიან და მიიჩნევენ, რომ მსგავსი რეგულაციები სახელმწიფოს სუვერენიტეტის დასაცავად აუცილებელია.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„უცხოეთის გავლენა ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება ძალიან დესტრუქციულად განვითარდეს. კონკრეტული ადამიანები არიან ჩართულები, ხელფასს იღებენ ამაში და გარკვეულწილად, კარნახით მუშაობენ. შეერთებული შტატები მძლავრი ქვეყანაა, - რასაკვირველია, საქართველო და ბევრი სხვა ქვეყანა გაცილებით უფრო მოწყვლადია ასეთი საშიშროების თვალსაზრისით. სამწუხარო მაგალითები არაერთი ვიხილეთ. ხუთი რევოლუცია ვიხილეთ, სადაც პირდაპირ იყვნენ ჩართული ადამიანები, რომლებიც ფინანსდებოდნენ გარკვეული უცხოური რესურსებით. ასე რომ, აშშ-ში გამჭვირვალობის საჭიროება გვესმის და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ უცხოური გავლენა, მით უმეტეს, დესტრუქციული გავლენა საქართველოში უნდა იყოს აღკვეთილი,“
გიორგი ვოლსკი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გია ვოლსკი – საქართველოში გამჭვირვალობა უნდა იყოს და ვიცოდეთ, დაფინანსება სოფლის მეურნეობას ხმარდება, გაკვეთილების ჩატარებას თუ იმას, როგორ გადაწვან სახელმწიფო დაწესებულებებიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები