ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დავით ჩიხელიძე: “პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში დაწყებული პროცესი არის ისტორიული და პრეცედენტული, რომლის მნიშვნელობაც სცდება პოლიტიკური პარტიების აკრძალვას. ეს არის შესაძლებლობა, რათა ერთხელ და სამუდამოდ, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას”

საკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობა

ექსპერტ დავით ჩიხელიძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის დაწყებული პროცესი ისტორიული და პრეცედენტულია, რადგან ქვეყანამ წარსულში ჩადენილ დარღვევებს ობიექტურად უნდა შეხედოს და კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს.

დავით ჩიხელიძე: “პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში დაწყებული პროცესი არის ისტორიული და პრეცედენტული, რომლის მნიშვნელობაც სცდება პოლიტიკური პარტიების აკრძალვას. ეს არის შესაძლებლობა, რათა ერთხელ და სამუდამოდ, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას”
დავით ჩიხელიძე: “პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში დაწყებული პროცესი არის ისტორიული და პრეცედენტული, რომლის მნიშვნელობაც სცდება პოლიტიკური პარტიების აკრძალვას. ეს არის შესაძლებლობა, რათა ერთხელ და სამუდამოდ, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას”POSTV

„პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში დაწყებული პროცესი არის ისტორიული და პრეცედენტული, რომლის მნიშვნელობაც სცდება პოლიტიკური პარტიების აკრძალვას. ეს არის შესაძლებლობა, რათა ერთხელ და სამუდამოდ, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას, შავს შავი ეწოდოს და თეთრს – თეთრი”, – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

“ქვეყანამ უნდა შეძლოს საკუთარ წარსულთან ობიექტურად შეხედვა და არა გაყალბებულ რეალობაში ცხოვრება, სადაც კონკრეტული პოლიტიკური ძალა თავს დემოკრატიის შუქურად წარმოაჩენს, ხოლო მისი მმართველობის პერიოდში ჩადენილი დანაშაულები, ადამიანის უფლებების დარღვევები და კონსტიტუციური პრინციპების უგულებელყოფა დავიწყებას უნდა მიეცეს.

წლების განმავლობაში

ვისმენდით მოწოდებებს დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებსა და ევროპულ ღირებულებებზე, თუმცა, ამავე დროს, არსებობს არაერთი ფაქტი და მძიმე ბრალდება, რომელთა სამართლებრივი შეფასებაც საზოგადოებისთვის დღემდე მნიშვნელოვანი საკითხია.

არცერთი პოლიტიკური ძალა არ უნდა იდგეს კანონზე მაღლა და არც პოლიტიკური კუთვნილება უნდა იქცეს წარსული ქმედებებისგან თავის დაღწევის საშუალებად.

თუ სახელმწიფოს სურს, რომ მისი დემოკრატიული საფუძვლები მყარი იყოს, მან საკუთარი ისტორიის ყველაზე რთულ და წინააღმდეგობრივ პერიოდებს ცივი გონებით უნდა შეხედოს.

კონსტიტუციის უხეში დარღვევა, ადამიანის უფლებების ხელყოფა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენება – თუ ეს სასამართლოს მიერ დადასტურდება, არ უნდა დარჩეს დაუსჯელი მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ქმედებების უკან პოლიტიკური ძალა დგას. კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს, განურჩევლად პარტიული კუთვნილებისა, პოლიტიკური გავლენისა თუ საერთაშორისო მხარდაჭერისა.

მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ ეხება. საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი პოლიტიკური პარტიის საკითხი განიხილება და თითოეული მათგანის საქმიანობა, მიზნები და კონსტიტუციურ პრინციპებთან შესაბამისობა სამართლებრივად უნდა შეფასდეს. აქ მთავარი კონკრეტული პარტიის სახელი ან პოლიტიკური სიმპათიები არ არის, მთავარი არის ის, თუ რამდენად შეესაბამება მისი საქმიანობა ქვეყნის კონსტიტუციურ წყობილებასა და დემოკრატიულ პრინციპებს.

დემოკრატია არ ნიშნავს, რომ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, მისი წარსულისა და მოქმედებების მიუხედავად, პოლიტიკურ ასპარეზზე ყოფნის უფლება ჰქონდეს. დემოკრატიის დაცვა იმ მექანიზმების გამოყენებასაც მოითხოვს, რომლებიც კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებებს აღკვეთს.

ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეს, სად გადის ზღვარი პოლიტიკურ ბრძოლასა და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს შორის. ქვეყანამ უნდა შეძლოს ისტორიის ობიექტურად შეფასება, პასუხისმგებელი პირების გამოვლენა და სამართლებრივი დასკვნების გამოტანა”, – წერს ჩიხელიძე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ქვეყანამ უნდა შეძლოს საკუთარ წარსულთან ობიექტურად შეხედვა და არა გაყალბებულ რეალობაში ცხოვრება, სადაც კონკრეტული პოლიტიკური ძალა თავს დემოკრატიის შუქურად წარმოაჩენს, ხოლო მისი მმართველობის პერიოდში ჩადენილი დანაშაულები, ადამიანის უფლებების დარღვევები და კონსტიტუციური პრინციპების უგულებელყოფა დავიწყებას უნდა მიეცეს. წლების განმავლობაში ვისმენდით მოწოდებებს დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებსა და ევროპულ ღირებულებებზე, თუმცა, ამავე დროს, არსებობს არაერთი ფაქტი და მძიმე ბრალდება, რომელთა სამართლებრივი შეფასებაც საზოგადოებისთვის დღემდე მნიშვნელოვანი საკითხია. არცერთი პოლიტიკური ძალა არ უნდა იდგეს კანონზე მაღლა და არც პოლიტიკური კუთვნილება უნდა იქცეს წარსული ქმედებებისგან თავის დაღწევის საშუალებად. თუ სახელმწიფოს სურს, რომ მისი დემოკრატიული საფუძვლები მყარი იყოს, მან საკუთარი ისტორიის ყველაზე რთულ და წინააღმდეგობრივ პერიოდებს ცივი გონებით უნდა შეხედოს. კონსტიტუციის უხეში დარღვევა, ადამიანის უფლებების ხელყოფა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენება – თუ ეს სასამართლოს მიერ დადასტურდება, არ უნდა დარჩეს დაუსჯელი მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ქმედებების უკან პოლიტიკური ძალა დგას. კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს, განურჩევლად პარტიული კუთვნილებისა, პოლიტიკური გავლენისა თუ საერთაშორისო მხარდაჭერისა. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ ეხება. საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი პოლიტიკური პარტიის საკითხი განიხილება და თითოეული მათგანის საქმიანობა, მიზნები და კონსტიტუციურ პრინციპებთან შესაბამისობა სამართლებრივად უნდა შეფასდეს. აქ მთავარი კონკრეტული პარტიის სახელი ან პოლიტიკური სიმპათიები არ არის, მთავარი არის ის, თუ რამდენად შეესაბამება მისი საქმიანობა ქვეყნის კონსტიტუციურ წყობილებასა და დემოკრატიულ პრინციპებს. დემოკრატია არ ნიშნავს, რომ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, მისი წარსულისა და მოქმედებების მიუხედავად, პოლიტიკურ ასპარეზზე ყოფნის უფლება ჰქონდეს. დემოკრატიის დაცვა იმ მექანიზმების გამოყენებასაც მოითხოვს, რომლებიც კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებებს აღკვეთს. ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეს, სად გადის ზღვარი პოლიტიკურ ბრძოლასა და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს შორის. ქვეყანამ უნდა შეძლოს ისტორიის ობიექტურად შეფასება, პასუხისმგებელი პირების გამოვლენა და სამართლებრივი დასკვნების გამოტანა“
დავით ჩიხელიძე
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
არჩილ გორდულაძე – 14 წელია, ქართული საზოგადოება გვავალებს, სამართლებრივად შეფასდეს „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიანი რეჟიმი და მისი ე.წ. განშტოებებიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები