ვოლოდიმირ ზელენსკი - ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, მოახერხებს თუ არა ამერიკული მხარე, დღეს რუსეთისგან რაიმე ახალი მოისმინოს
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, მოახერხებს თუ არა ამერიკული მხარე რუსეთისგან მშვიდობის შესახებ რაიმე ახლის მოსმენას. ამ ფონზე, სანქტ-პეტერბურგში ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელ სტივ უიტკოფს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, მოახერხებს თუ არა ამერიკული მხარე, დღეს რუსეთისგან რაიმე ახალი მოისმინოს მშვიდობის შესახებ და არა ომის გაგრძელებაზე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
მისი ინფორმაციით, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრთან, იონას გარ სტორესთან ოსლოში დღეს კიდევ ერთი შეხვედრა გამართეს.
“ვაგრძელებთ კოორდინაციას ნორვეგიის პრემიერ-მინისტრთან, იონას გარ სტორესთან სამართლიანი მშვიდობისკენ გადასადგმელ შემდგომ ნაბიჯებზე. დღეს დილით ოსლოში კიდევ ერთი შეხვედრა გავმართეთ. ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, მოახერხებს თუ არა ამერიკული მხარე, დღეს რუსეთისგან რაიმე ახალი მოისმინოს მშვიდობის შესახებ და არა ომის გაგრძელებაზე”, - აცხადებს ზელენსკი.
შეგახსენებთ, სანქტ-პეტერბურგში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრის მთავარი თემა რუსეთ-უკრაინის ომია.
ციტატები სტატიიდან
„ვაგრძელებთ კოორდინაციას ნორვეგიის პრემიერ-მინისტრთან, იონას გარ სტორესთან სამართლიანი მშვიდობისკენ გადასადგმელ შემდგომ ნაბიჯებზე. დღეს დილით ოსლოში კიდევ ერთი შეხვედრა გავმართეთ. ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, მოახერხებს თუ არა ამერიკული მხარე, დღეს რუსეთისგან რაიმე ახალი მოისმინოს მშვიდობის შესახებ და არა ომის გაგრძელებაზე“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.