ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბადიაური-ჩალაუბნისა და ჩალაუბანი-ბაკურციხის მონაკვეთების მშენებლობისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროსაქართველოს მთავრობა

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კახეთის მაგისტრალის ბადიაური-ჩალაუბნისა და ჩალაუბანი-ბაკურციხის ჯამში 30 კილომეტრზე მეტი სიგრძის მონაკვეთების მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა.

ბადიაური-ჩალაუბნისა და ჩალაუბანი-ბაკურციხის მონაკვეთების მშენებლობისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა
ბადიაური-ჩალაუბნისა და ჩალაუბანი-ბაკურციხის მონაკვეთების მშენებლობისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდარუსთავი 2

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ბადიაური-ჩალაუბნის (ლოტი 4) 21.7 კმ-იანი და ჩალაუბანი-ბაკურციხის (ლოტი 5) 9.12 კმ-იანი მონაკვეთების მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა.

სამუშაოები საქართველოს მთავრობის, მსოფლიო ბანკისა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ერთობლივი ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება. ტენდერი კი მსოფლიო ბანკის შესყიდვების რეგულაციების შესაბამისად ჩატარდება.

ბადიაური-ჩალაუბნის 21.7 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა ითვალისწინებს 4 ზოლიანი გზის, 2 სატრანსპორტო კვანძისა და 22 ხიდის მშენებლობას. ხოლო ჩალაუბანი-ბაკურციხის 9.1 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა ითვალისწინებს 4 ზოლიანი გზის, 1 სატრანსპორტო კვანძისა და 9 ხიდის მშენებლობას.

აღნიშნული მონაკვეთები კახეთის მაგისტრალური გზის, კერძოდ საგარეჯო-ბადიაურის 17 კმ-იანი მიმდინარე პროექტის გაგრძელებაა და მნიშვნელოვნად განტვირთავს კახეთის ერთ-ერთ ძირითად საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზას.

ახალი გზა გვერდს აუვლის მჭიდროდ დასახლებულ სოფლებს, შედეგად, საგრძნობლად შემცირდება სატრანსპორტო დატვირთვა დასახლებებში, რაც გააუმჯობესებს გზებზე მოძრაობის უსაფრთხოებას და გარემოზე ზემოქმედებას. დაახლოებით სამჯერ გაიზრდება გზის გამტარუნარიანობაც.

ახალი მაგისტრალური გზის მონაკვეთები სრულ შესაბამისობაში იქნება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებთან და აღიჭურვება განათების სისტემით.

სამუშაოების შესრულების ვადა თითოეული ლოტისთვის შეადგენს 900 დღეს. სატენდერო წინადადებების მიღება 2026 წლის 21 დეკემბერს დასრულდება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
AIIB-მა კახეთში მაგისტრალის მშენებლობისთვის €158.5 მილიონის სესხი დაამტკიცაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები