ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

AIIB-მა კახეთში მაგისტრალის მშენებლობისთვის €158.5 მილიონის სესხი დაამტკიცა

ინფრასტრუქტურის სამინისტროფინანსთა სამინისტრო

საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს (AIIB) შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა, რომელიც კახეთში მაგისტრალის მშენებლობისთვის 158.5 მილიონი ევროს გამოყოფას ითვალისწინებს. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და AIIB-ის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ.

AIIB-მა კახეთში მაგისტრალის მშენებლობისთვის €158.5 მილიონის სესხი დაამტკიცა
AIIB-მა კახეთში მაგისტრალის მშენებლობისთვის €158.5 მილიონის სესხი დაამტკიცაBM.GE

საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი – საქართველოს ხელმისაწვდომობისა და ტრანსპორტის გაუმჯობესების პროექტი) გაფორმდა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსთვის, დაახლოებით, 158.5 მლნ ევროს გამოყოფას.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორაციული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ.

პროექტის მიზანია, ოთხზოლიანი საავტომობილო გზის მონაკვეთების – ბადიაურიდან ჩალაუბნამდე (ლოტი 4 - 21.7 კმ) და ჩალაუბნიდან ბაკურციხემდე (ლოტი 5 – 9.1 კმ) კახეთის გზატკეცილის გასწვრივ და საავტომობილო გზის მონაკვეთის – გურჯაანიდან თელავამდე (36.6 კმ) მშენებლობა. ამ პროექტს ორი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი აფინანსებს, ივლისში მისთვის 158 მილიონის სესხი დაამტკიცა მსოფლიო ბანკმა, დღეს კი AIIB-მა ანალოგიური მოცულობის - 158.5 მილიონი ევროს კრედიტი დაამტკიცა.

"საავტომობილო გზების მიმართულებით განხორციელებული ეს ინვესტიციები შუა დერეფნის ეფექტიანობის გაზრდისთვის მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რაც ასევე, ხელს შეუწყობს ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პროდუქტიულობისა და მდგრადობის გაუმჯობესებას და საქართველოს გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას. პროექტის აღმასრულებელი ორგანიზაცია იქნება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ხოლო პროექტს განახორციელებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი,"- აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საავტომობილო გზების მიმართულებით განხორციელებული ეს ინვესტიციები შუა დერეფნის ეფექტიანობის გაზრდისთვის მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რაც ასევე, ხელს შეუწყობს ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პროდუქტიულობისა და მდგრადობის გაუმჯობესებას და საქართველოს გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას. პროექტის აღმასრულებელი ორგანიზაცია იქნება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ხოლო პროექტს განახორციელებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი,“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.