ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

აზერბაიჯანში TikTok-ზე გინებისთვის მოქალაქე დააპატმრეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

აზერბაიჯანში TikTok-ის მომხმარებელი მუჰამედ ნასიბოვი პირდაპირ ეთერში უცენზურო გამონათქვამების გამოყენებისთვის 10 დღით ადმინისტრაციულ პატიმრობაში გადაიყვანეს. მსგავსი დაკავებები ქვეყანაში კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების შემდეგ გახშირდა, რომელიც ინტერნეტში საზოგადოებრივი მორალის შეურაცხყოფისა და უპატივცემულობისთვის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

აზერბაიჯანში TikTok-ზე გინებისთვის მოქალაქე დააპატმრეს
აზერბაიჯანში TikTok-ზე გინებისთვის მოქალაქე დააპატმრესნეტგაზეთი

აზერბაიჯანში TikTok-ის მომხმარებელი მუჰამედ ნასიბოვი პირდაპირ ეთერში “უცენზურო გამონათქვამების” გამოყენებისთვის 10 დღით ადმინისტრაციულ პატიმრობაში გადაიყვანეს.

ნასიბოვი ადგილობრივი მედიის ცნობით პირდაპირ ეთერში სხვა ბლოგერებთან საუბრისას უცენზურო გამონათქვამებს იყენებდა. სამართალდამცველებმა მისი ქმედება შეაფასეს როგორც “საზოგადოებრივი მორალის შეურაცხმყოფელი და საზოგადოების მიმართ აშკარა უპატივცემულობის გამომხატველი ქმედება”.

510.2-ე მუხლი აზერბაიჯანის კანონმდებლობაში 2025 წლის ბოლოს შეტანილი ცვლილებების ფარგლებში გაჩნდა. ნორმა ინტერნეტში საჯაროდ გავრცელებულ ისეთ ქმედებებს ეხება, რომლებიც “საზოგადოებრივ მორალს შეურაცხყოფს და საზოგადოების მიმართ აშკარა უპატივცემულობას” გამოხატავს, მათ შორის “უცენზურო გამონათქვამების გამოყენებას, მსგავსი შინაარსის ჟესტებსა და ადამიანის სხეულის ნაწილების მორალისა და ეროვნული-მორალური ღირებულებების საწინააღმდეგო ფორმით ჩვენებას”. ასეთი ქმედებისთვის გათვალისწინებულია 500-დან 1000 მანათამდე [$294–$588] ჯარიმა, ხოლო გარკვეულ შემთხვევებში ერთ თვემდე ადმინისტრაციული პატიმრობა. განმეორებითი დარღვევისთვის პატიმრობის ვადა შეიძლება ერთიდან ორ თვემდე გაიზარდოს.

მსგავსი შემთხვევები ბოლო თვეებში

ნასიბოვის საქმე აზერბაიჯანში TikTok-ზე მსგავსი შინაარსის გამო პასუხისმგებლობის დაკისრების პირველი შემთხვევა არ არის.

2026 წლის იანვარში ზანგილანის რაიონის მცხოვრები ჰაბილ ჰასანოვი TikTok-ის პირდაპირ ეთერში მაყურებლების მისამართით შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამოყენებისთვის დააკავეს. სასამართლომ მას 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

მარტში საბირაბადის რაიონის მცხოვრებ ჯალილ სულეიმანოვს TikTok-ზე უცენზურო გამონათქვამების გამოყენებისთვის 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯეს. მის წინააღმდეგაც 510.2-ე მუხლით შედგა ოქმი.

იმავე თვეში აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აგსუს რაიონში 27 წლის ილჰამ აბდულაევი დააკავეს. გამოძიების მიხედვით, ის TikTok-ის ყალბი ანგარიშებიდან მოქალაქეების მისამართით უცენზურო გამონათქვამებს წერდა. სასამართლომ მას 25-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ივნისში საბირაბადის რაიონში TikTok-ის პირდაპირ ეთერში მაყურებლების მისამართით შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამოყენებისთვის 1999 წელს დაბადებული მირაბას ხუდუზადეც დააკავეს და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა.

ივლისში 510.2-ე მუხლით 10 დღით დააპატიმრეს TikTok-ზე „Çevik“-ის სახელით ცნობილი მეყსად ბაგიროვიც. მისი შემთხვევა მოგვიანებით სხვა საქმეში გადაიზარდა: სექტემბერში ბაგიროვი და კამრან ბილალოვი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა და სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ორივეს სისხლის სამართლის კოდექსის 283-ე მუხლით საზოგადოებაში რელიგიური სიძულვილისა და მტრობის გაღვივების ბრალდება წარედგინა.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.