ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ყველა ქვეყანა, არათუ უფლებამოსილი, არამედ ვალდებულია, თავისი შიდასამართლებრივი და შიდაპოლიტიკური სივრცე დაიცვას - თენგიზ შარმანაშვილი

თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, საფრანგეთში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონის გამკაცრების ფონზე, საქართველოს დადანაშაულება უსამართლოა, რადგან ყველა ქვეყანა ვალდებულია საკუთარი შიდაპოლიტიკური სივრცე დაიცვას.

საფრანგეთის სენატმა მხარი დაუჭირა მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც უცხოურ ჩარევასთან ბრძოლას ისახავს მიზნად.

კანონპროექტი განსახილველად ეროვნულ ასამბლეას გადაეგზავნა. სამი მუხლისგან შემდგარი კანონპროექტი, სხვა საკითხებთან ერთად, საარჩევნო კონტექსტში ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის სასჯელის გასამმაგებას ითვალისწინებს.

თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა, რომ საფრანგეთზე ადრე საქართველოს გამჭვირვალობის კანონი არ მიუღია.

"ყველაფერი, რაც წამოვიწყეთ ჩვენ და ვთქვით, რომ ეს სივრცეები ამ ფორმით უნდა იყოს დაცული, თუმცა ჩვენზე ადრე მათ დაიწყეს, უფრო სწორად, ჩვენ უფრო სხვა ხარისხში ავიყვანეთ, ერთი ერთში იმეორებენ ისინი. ესე იგი, საფრანგეთზე ადრე ჩვენ გამჭვირვალობის კანონი არ მიგვიღია, მათ მიიღეს ჩვენზე ადრე, მაგრამ ისეთი მექანიზმები, რომელიც აბსოლუტურად უზრუნველყოფდა შიდაპოლიტიკური სივრცის დაცვას, ჩათვალეს, რომ არა ჰქონდათ და კიდევ უფრო გაამკაცრეს, ხომ ნახეთ ახლა. ამიტომ მთავარი არის ის, რომ ჩვენკენ ნუ იშვერენ ხელს, ყველა ქვეყანა ვალდებულია, არათუ უფლებამოსილია, ვალდებულია, თავისი შიდასამართლებრივი და შიდაპოლიტიკური სივრცე დაიცვას. ამიტომ, რასაც თვითონ აკეთებენ, ჩვენ ბრალად ნუ შეგვირაცხავენ ხოლმე. ეს, მინიმუმ, არ არის სამართლიანი", - აცხადებს თენგიზ შარმანაშვილი.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
გურამ მაჭარაშვილი: ფრანგ ხალხს სჭირდება სიმართლე, სამართლიანობა და ქართველ ხალხს არა? ეს არის ევროკავშირის წევრი ქვეყნის დამოკიდებულება პლურალიზმის, დემოკრატიისა და სამართლიანობის მიმართ?წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები