ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

არგუმენტები იმდენად მყარია, რომ დარწმუნებულები ვართ, გადაწყვეტილება იქნება ის, რასაც ჩვენ ვფიქრობთ - თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელზე

საკონსტიტუციო სასამართლო

თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, მმართველ გუნდს 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელზე მყარი არგუმენტები აქვს და დარწმუნებულია, რომ სასამართლო მათთვის სასურველ გადაწყვეტილებას მიიღებს. საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა ხვალიდან განახლდება.

არგუმენტები იმდენად მყარია, რომ დარწმუნებულები ვართ, გადაწყვეტილება იქნება ის, რასაც ჩვენ ვფიქრობთ - თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელზე
არგუმენტები იმდენად მყარია, რომ დარწმუნებულები ვართ, გადაწყვეტილება იქნება ის, რასაც ჩვენ ვფიქრობთ - თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელზერუსთავი 2

5 ოპოზიციური ძალის აკრძალვის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში ხვალიდან განახლდება. სხდომები მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, ხვალ კი მოსამართლეთა პლენუმი გამოაცხადებს გადაწყვეტილებას ოპოზიციის მე-11 და გახარიას პარტიის მე-4 შუამდგომლობაზე, რომელიც მოწმეთა დაკითხვას და კონსტიტუციურ სარჩელზე მტკიცებულებების დართვას ეხება, მათ შორის, 4 ოქტომბრის ძალადობრივ შტურმზე, 20 ივნისის მოვლენებსა და სოფელ ჩორჩანაში პოლიციის საგუშაგოს განთავსების შესახებ. შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს ვერ ხედავს მოსარჩელე მხარე.

უმრავლესობის დეპუტატები ამბობენ, რომ დაუსაბუთებელი მოთხოვნებით ოპოზიციას პროცესის გაჭიანურება სურს. ეს მითითება მოპასუხე მხარემ თავად მოსამართლეებისგანაც არაერთხელ მიიღო. მოსარჩელე მხარე ამბობს, რომ ასაკრძალთა სიაში მყოფ პარტიებს არ აქვთ მტკიცებულებები, რასაც კონსტიტუციურ სარჩელს დაუპირისპირებენ.

თავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, მმართველ გუნდს ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელთან დაკავშირებით მყარი სამართლებრივი არგუმენტები აქვს და დარწმუნებულია, რომ სასამართლო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

"მიგვაჩნია, რომ მყარი არგუმენტები გაგვაჩნია და რა თქმა უნდა, იმაში რომ არ ვიყოთ დაიმედებული და დარწმუნებული, რომ ეს არგუმენტები იმდენად მყარია, რომ გადაწყვეტილება იქნება ის, რასაც ჩვენ ვფიქრობთ, რა თქმა უნდა, არც კი წამოვიწყებდით ამ პროცედურას, მაგრამ რადგან წამოვიწყეთ, დარწმუნებულები ვართ.

შეფასება მიეცემა ასეთი ტიპის საქმიანობას არაკონსტიტუციურის. სამომავლოდ, ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციას ეცოდინება მსგავსი ნაბიჯების გადადგმა რას გამოიწვევს მათ წინააღმდეგ და ესეც შეუწყობს ხელს კონსტიტუციური პროცედურების დაცვას, სამართლის ჩარჩოებში მოქცევას პოლიტიკური ორგანიზაციებისა. მათ ეცოდინებათ წინასწარ, რა არ უნდა გააკეთონ და რა თქმა უნდა, იმ ადამიანებისგან, რომლებიც ამკვიდრებდნენ არაკონსტიტუციურ სიტუაციას საქართველოში და იმ ორგანიზაციების განსაკუთრებით, რომლებიც ამას აკეთებდნენ, აეკრძალებათ საქმიანობა, რაც იქნება ძალიან სამართლიანი“, - აცხადებს თავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი თენგიზ შარმანაშვილი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მიგვაჩნია, რომ მყარი არგუმენტები გაგვაჩნია და რა თქმა უნდა, იმაში რომ არ ვიყოთ დაიმედებული და დარწმუნებული, რომ ეს არგუმენტები იმდენად მყარია, რომ გადაწყვეტილება იქნება ის, რასაც ჩვენ ვფიქრობთ, რა თქმა უნდა, არც კი წამოვიწყებდით ამ პროცედურას, მაგრამ რადგან წამოვიწყეთ, დარწმუნებულები ვართ. შეფასება მიეცემა ასეთი ტიპის საქმიანობას არაკონსტიტუციურის. სამომავლოდ, ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციას ეცოდინება მსგავსი ნაბიჯების გადადგმა რას გამოიწვევს მათ წინააღმდეგ და ესეც შეუწყობს ხელს კონსტიტუციური პროცედურების დაცვას, სამართლის ჩარჩოებში მოქცევას პოლიტიკური ორგანიზაციებისა. მათ ეცოდინებათ წინასწარ, რა არ უნდა გააკეთონ და რა თქმა უნდა, იმ ადამიანებისგან, რომლებიც ამკვიდრებდნენ არაკონსტიტუციურ სიტუაციას საქართველოში და იმ ორგანიზაციების განსაკუთრებით, რომლებიც ამას აკეთებდნენ, აეკრძალებათ საქმიანობა, რაც იქნება ძალიან სამართლიანი“
თენგიზ შარმანაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თენგიზ შარმანაშვილი: ახლა, როდესაც ჩვენი სუვერენიტეტის დაცვის ხარისხი გაცილებით მაღალია, დადგა დრო 1 200 000 ადამიანის დაკვეთა შევასრულოთ, რომელსაც არჩევნებამდე ვუთხარით, რომ თუ ხმას მოგვცემთ, ჩვენ ამას განვახორციელებთწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები