თენგიზ შარმანაშვილი: „ახლა, როდესაც ჩვენი სუვერენიტეტის დაცვის ხარისხი გაცილებით მაღალია, დადგა დრო, 1 200 000 ადამიანის დაკვეთა შევასრულოთ, რომელსაც არჩევნებამდე ვუთხარით: “თუ ხმას მოგვცემთ, ჩვენ ამას განვახორციელებთ“
თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, ადრე არსებული რისკების გამო სახელმწიფოს არსებობის საკითხიც კი შეიძლება დამდგარიყო, თუმცა ახლა სუვერენიტეტის დაცვის ხარისხი გაზრდილია და 1 200 000 ადამიანის დაკვეთის შესასრულებლად საკონსტიტუციო სასამართლოში პროცედურა დაიწყეს.

„ამ წლების განმავლობაში ისეთი დიდი ზეწოლა იყო და ისეთი დიდი რისკის ქვეშ იდგა საქართველო, რომ იმთავითვე რომ დაგვეწყო ამ საკითხის განხორციელება, შეიძლება, თვითონ სახელმწიფოს არსებობის საკითხიც კი დამდგარიყო, იმდენად მძაფრად იდგა ეს საკითხი. ამაზე პრემიერმა მრავალჯერ ისაუბრა და გავიმეორებ მეც, იმიტომ, რომ ჩვენი გუნდიდან ყველა ვეთანხმებით“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვის დაწყებამდე.
„ვიდრე სახელმწიფო ფეხზე არ დადგებოდა, ვიდრე არ იქნებოდა მყარი, რომ თავისი გადაწყვეტილებების აღსრულების შესაძლებლობა მიეცემოდა, მანამდე ეს პოლიტიკური რისკი გაწეული არ იქნებოდა და სწორიც იყო, იმიტომ, რომ არ შეიძლება, ბრძოლა ისე დაიწყო, თუ ძალიან დიდი რისკია, რომ შენ კი არ დამარცხდები, თვითონ შენი სახელმწიფო დამარცხდება. ამიტომ, ეს რისკი არ იქნა გაწეული.
ახლა, როდესაც ჩვენი სუვერენიტეტის დაცვის ხარისხი გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე იმ წლებში იყო, რა თქმა უნდა, დადგა ამის დრო და ჩვენ იმ დაკვეთას 1 200 000 კაცისა, რომელსაც არჩევნებამდე ვუთხარით: “თუ თქვენ ჩვენ ხმას მოგვცემთ, ჩვენ ამას განვახორციელებთ და საკონსტიტუციო სასამართლოში ამ პროცედურას დავიწყებთ”, ჩვენ ეს პროცედურა დავიწყეთ და უნდა შევუსრულოთ ის დაპირება“, – განაცხადა შარმანაშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- იმედინიუსითენგიზ შარმანაშვილი: ჩვენ 1 მლნ 200 ათას ამომრჩეველს დაკვეთის შესაბამის დაპირებას ვუსრულებთ
- რუსთავი 2თენგიზ შარმანაშვილი: ახლა, როდესაც ჩვენი სუვერენიტეტის დაცვის ხარისხი გაცილებით მაღალია, დადგა დრო 1 200 000 ადამიანის დაკვეთა შევასრულოთ, რომელსაც არჩევნებამდე ვუთხარით, რომ თუ ხმას მოგვცემთ, ჩვენ ამას განვახორციელებთ
ციტატები სტატიიდან
„ამ წლების განმავლობაში ისეთი დიდი ზეწოლა იყო და ისეთი დიდი რისკის ქვეშ იდგა საქართველო, რომ იმთავითვე რომ დაგვეწყო ამ საკითხის განხორციელება, შეიძლება, თვითონ სახელმწიფოს არსებობის საკითხიც კი დამდგარიყო, იმდენად მძაფრად იდგა ეს საკითხი. ამაზე პრემიერმა მრავალჯერ ისაუბრა და გავიმეორებ მეც, იმიტომ, რომ ჩვენი გუნდიდან ყველა ვეთანხმებით“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.