ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თენგიზ შარმანაშვილი: ახლა, როდესაც ჩვენი სუვერენიტეტის დაცვის ხარისხი გაცილებით მაღალია, დადგა დრო 1 200 000 ადამიანის დაკვეთა შევასრულოთ, რომელსაც არჩევნებამდე ვუთხარით, რომ თუ ხმას მოგვცემთ, ჩვენ ამას განვახორციელებთ

საკონსტიტუციო სასამართლო

თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში პროცედურის დაწყებით მმართველი გუნდი 1 200 000 ამომრჩევლის დაკვეთას ასრულებს.

თენგიზ შარმანაშვილი: ახლა, როდესაც ჩვენი სუვერენიტეტის დაცვის ხარისხი გაცილებით მაღალია, დადგა დრო 1 200 000 ადამიანის დაკვეთა შევასრულოთ, რომელსაც არჩევნებამდე ვუთხარით, რომ თუ ხმას მოგვცემთ, ჩვენ ამას განვახორციელებთ
თენგიზ შარმანაშვილი: ახლა, როდესაც ჩვენი სუვერენიტეტის დაცვის ხარისხი გაცილებით მაღალია, დადგა დრო 1 200 000 ადამიანის დაკვეთა შევასრულოთ, რომელსაც არჩევნებამდე ვუთხარით, რომ თუ ხმას მოგვცემთ, ჩვენ ამას განვახორციელებთრუსთავი 2

ამ წლების განმავლობაში ისეთი დიდი ზეწოლა იყო და ისეთი დიდი რისკის ქვეშ იდგა საქართველო, რომ იმთავითვე რომ დაგვეწყო ამ საკითხის განხორციელება, შეიძლება თვითონ სახელმწიფოს არსებობის საკითხიც კი დამდგარიყო, იმდენად მძაფრად იდგა ეს საკითხი. ამაზე პრემიერმა მრავალჯერ ისაუბრა და გავიმეორებ მეც, იმიტომ, რომ ვეთანხმებით ყველა ჩვენი გუნდიდან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა, საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან განმარტა, სანამ სახელმწიფო არ იქნებოდა მყარი საკუთარი გადაწყვეტილებების აღსრულების კუთხით, მანამდე, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის დაწყება არ იქნებოდა სწორი, შესაბამისად, ამიტომ დადგა დღის წესრიგში საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანა.

"ვიდრე სახელმწიფო ფეხზე არ დადგებოდა, ვიდრე არ იქნებოდა მყარი, რომ თავისი გადაწყვეტილებების აღსრულების შესაძლებლობა მიეცემოდა, მანამდე ეს პოლიტიკური რისკი გაწეული არ იქნებოდა და სწორიც იყო, იმიტომ, რომ არ შეიძლება ბრძოლა ისე დაიწყო, სადაც ძალიან დიდი რისკია, რომ შენ კი არ დამარცხდები, თვითონ შენი სახელმწიფო დამარცხდება და ამიტომ ეს რისკი არ იქნა გაწეული.

ახლა, როდესაც ჩვენი სუვერენიტეტის დაცვის ხარისხი გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე იმ წლებში იყო, რა თქმა უნდა, დადგა ამის დრო და ჩვენ იმ დაკვეთას 1 200 000 კაცისა, რომელსაც არჩევნებამდე ვუთხარით, რომ თუ თქვენ ჩვენ ხმას მოგვცემთ, ჩვენ ამას განვახორციელებთ და საკონსტიტუციო სასამართლოში ამ პროცედურას დავიწყებთ, ჩვენ ეს პროცედურა დავიწყეთ და შევუსრულოთ ის დაპირება 1 200 000 კაცს," - განაცხადა შარმანაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ვიდრე სახელმწიფო ფეხზე არ დადგებოდა, ვიდრე არ იქნებოდა მყარი, რომ თავისი გადაწყვეტილებების აღსრულების შესაძლებლობა მიეცემოდა, მანამდე ეს პოლიტიკური რისკი გაწეული არ იქნებოდა და სწორიც იყო, იმიტომ, რომ არ შეიძლება ბრძოლა ისე დაიწყო, სადაც ძალიან დიდი რისკია, რომ შენ კი არ დამარცხდები, თვითონ შენი სახელმწიფო დამარცხდება და ამიტომ ეს რისკი არ იქნა გაწეული. ახლა, როდესაც ჩვენი სუვერენიტეტის დაცვის ხარისხი გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე იმ წლებში იყო, რა თქმა უნდა, დადგა ამის დრო და ჩვენ იმ დაკვეთას 1 200 000 კაცისა, რომელსაც არჩევნებამდე ვუთხარით, რომ თუ თქვენ ჩვენ ხმას მოგვცემთ, ჩვენ ამას განვახორციელებთ და საკონსტიტუციო სასამართლოში ამ პროცედურას დავიწყებთ, ჩვენ ეს პროცედურა დავიწყეთ და შევუსრულოთ ის დაპირება 1 200 000 კაცს,“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ცნობილია ვინ წარადგენს „ოცნების“ სარჩელს ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციოშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები