პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მიმდინარე857 ჩანაწერისაკონსტიტუციო სასამართლო: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეანა წითლიძე - პარტიების აკრძალვაში სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს, ეს არის მოქალაქეების გადასაწყვეტი - „ქართული ოცნება“ ბევრი მიზეზის გამო ასაკრძალი მგონია, მაგრამ არასდროს არ ავკრძალავ ჩემი შესაძლებლობა რომ იყოს857 ჩანაწერი · 13 მედია

ანა წითლიძე - მოსამართლეები მიიღებენ იმ გადაწყვეტილებას, რაც დაწერილია კრემლში - აგვკრძალავენ? - მაინც გავაგრძელებთ ბრძოლას

ქართული ოცნებანაციონალური მოძრაობასაკონსტიტუციო სასამართლოსაქართველოს პარლამენტიკოალიცია ცვლილებისთვისგახარია საქართველოსთვის

ენმ-ის წევრის, ანა წითლიძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელი კრემლში დაიწერა და მოსამართლეებიც სწორედ მოსკოვის დაკვეთილ გადაწყვეტილებას მიიღებენ, თუმცა პარტია აკრძალვის შემთხვევაშიც გააგრძელებს ბრძოლას.

ანა წითლიძე - მოსამართლეები მიიღებენ იმ გადაწყვეტილებას, რაც დაწერილია კრემლში - აგვკრძალავენ? - მაინც გავაგრძელებთ ბრძოლას
ინტერპრესნიუსი

წარმოდგენილი სარჩელი არ არის სამართლებრივი, ეს არის პოლიტიკური სარჩელი, რომელიც დაიწერა არა „ქართული ოცნების“ ოფისში, არამედ კრემლში - ჩვენი სტრატეგია იქნება ბრძოლის გაგრძელება. არ არსებობს ძალა, რომელიც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შეაჩერებს ამ პროცესში. აგვკრძალავენ? - მაინც გავაგრძელებთ ბრძოლას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ საკონსტიტუციო სასამართლოსთან განუცხადა, სადაც პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა უნდა დაიწყოს.

როგორც წითლიძემ აღნიშნა, სარჩელი მიმართულია არა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ, არამედ საქართველოს სუვერენიტეტისა და თავისუფლების წინააღმდეგ.

„ამ სარჩელს არანაირი კავშირი არ აქვს სამართლებრივ პროცესთან. არ არის დღეს ეს პროცესი სამართლებრივი და წარმოდგენილი სარჩელიც არ არის სამართლებრივი. ეს არის პოლიტიკური სარჩელი და ეს არის რეალურად ის სარჩელი, რაც დაიწერა არა „ქართული ოცნების“ ოფისში, არამედ კრემლში. სარჩელი მიმართულია არა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ, არამედ საქართველოს სუვერენიტეტისა და თავისუფლების წინააღმდეგ. საკონსტიტუციო სასამართლოს წარმოებაშიც არ უნდა მიეღო ეს სარჩელი, იმიტომ, რომ თავად სარჩელი არის არაკონსტიტუციური. თუ ვინმეს უნდა, რომ ეს პროცესი ვითარდებოდეს საკონსტიტუციო სასამართლოში და ამ სარჩელით დადგინდეს, რომ 2008 წლის ომი დაიწყო საქართველომ და არა რუსეთმა, ეს არის რუსეთი. სწორედ ეს უნდა დააკანონოს საკონსტიტუციო სასამართლომ. მნიშვნელოვანია ვინ არიან ის ადამიანები, ვინც ასამართლებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და „9 წელს“. ეს მათ შორის საქართველოს ისტორიის გადაწერის მცდელობაა. დღეს მოვიტანეთ მათ შორის მასალა იმასთან დაკავშირებით, რეალურად ვინ არის გასასამართლებელი ამ ქვეყანაში იმ სისტემურ დანაშაულებზე, რომელიც 2012 წლიდან დღემდე ხდება „ქართული ოცნების“ მეშვეობით, ყველა სფეროში. მოვითხოვთ, რომ როგორც ფაქტობრივი გარემოება საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეს დაურთოს, თან განიხილოს. არ გვაქვს მოლოდინი საკონსტიტუციო სასამართლოდან, რომ რაიმე განსხვავებულ გადაწყვეტილებას მიიღებენ, იმიტომ, რომ მოსამართლეები არიან „კლანის“ წევრები. ისინი მიიღებენ იმ გადაწყვეტილებას, რაც დაწერილია კრემლში. ჩვენი სტრატეგია იქნება ბრძოლის გაგრძელება. არ არსებობს ძალა, რომელიც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შეაჩერებს ამ პროცესში. არ არსებობს წინააღმდეგობა, რაც ჩვენ გაგვაჩერებს. აგვკრძალავენ? - მაინც გავაგრძელებთ ბრძოლას“,- განაცხადა წითლიძემ.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე სახელისუფლო გუნდის სარჩელის განხილვა დღეს იწყება. საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 დეპუტატი წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი ხუთი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“. საქმის არსებითი განხილვა 21, 22 და 23 ოქტომბერს არის დაგეგმილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. პირველი არხისამთავრობოანა წითლიძე – საკონსტიტუციო სასამართლომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრძოლა გაგრძელდება
  2. პირველი არხისამთავრობოანა წითლიძე – „ქართული ოცნების“ წარმომადგენლობა დაბალი დონის შემადგენლობით იყო, არა მხოლოდ სამართლებრივი არგუმენტების წარდგენა გაუჭირდათ, არამედ ბევრი იურიდიული ტერმინიც ვერ გაარჩიეს
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ანა წითლიძე – „ნაციონალური მოძრაობა“ არის იდეები და ღირებულებები, მიუხედავად იმისა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გააგრძელებს ბრძოლასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები