ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მატილდ პანო საფრანგეთის პრემიერს: თქვენ მიერვე შექმნილ პრობლემებს ჩვენ გვაბრალებთ! ოპოზიციის ყოვლისშემძლე ძალად წარმოჩენა მისივე სასტიკი ჩახშობის მიზნით - ეს ავტორიტარული რეჟიმების სტრატეგიაა

საფრანგეთში მასობრივი არეულობისა და კომენდანტის საათის ფონზე, დეპუტატი მატილდ პანო პრემიერს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ შექმნილ პრობლემებს ხელისუფლება ოპოზიციას აბრალებს, რაც ავტორიტარული რეჟიმების ხერხია. შეტაკებებისას დაიღუპა 2 ადამიანი, ხოლო 2 500-მდე პირი დაკავებულია.

მატილდ პანო საფრანგეთის პრემიერს: თქვენ მიერვე შექმნილ პრობლემებს ჩვენ გვაბრალებთ! ოპოზიციის ყოვლისშემძლე ძალად წარმოჩენა მისივე სასტიკი ჩახშობის მიზნით - ეს ავტორიტარული რეჟიმების სტრატეგიაა
მატილდ პანო საფრანგეთის პრემიერს: თქვენ მიერვე შექმნილ პრობლემებს ჩვენ გვაბრალებთ! ოპოზიციის ყოვლისშემძლე ძალად წარმოჩენა მისივე სასტიკი ჩახშობის მიზნით - ეს ავტორიტარული რეჟიმების სტრატეგიაარუსთავი 2

მასობრივი საპროტესტო აქციებისა და არეულობის შემდეგ, საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის პარიზის, ლიონის, ტულუზისა და მარსელის ცალკეულ უბნებში, ღამის კომენდანტის საათი მოქმედებს.

საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში ფრაქცია "დაუმორჩილებელი საფრანგეთის" (LFI) თავმჯდომარე მატილდ პანო მომხდარზე პასუხისმგებლობას ქვეყნის პრემიერ-მინისტრს და მთავრობას აკისრებს.

"ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენი სრული არაკომპეტენტურობა, რომელმაც კატასტროფა გამოიწვია "დაუმორჩილებელი საფრანგეთის" ბრალი ყოფილა. თქვენი სასტიკი პოლიტიკა, რომელმაც მოთმინებადაკარგული ასობით ათასი მშვიდობიანი მოქალაქე ქუჩაში გამოიყვანა - ისევ და ისევ "დაუმორჩილებელი საფრანგეთის" ბრალია. არადა, ქვეყანას ხომ თქვენ მართავთ! საკუთარი კატასტროფული შედეგების გასამართლებლად, თქვენ მიერვე შექმნილ პრობლემებს ჩვენ გვაბრალებთ! ოპოზიციის ყოვლისშემძლე ძალად წარმოჩენა მისივე სასტიკი ჩახშობის მიზნით - ეს ავტორიტარული რეჟიმების სტრატეგიაა", - აცხადებს საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში ფრაქცია "დაუმორჩილებელი საფრანგეთის" (LFI) თავმჯდომარე მატილდ პანო.

ცნობისთვის, პრეფექტებს დაევალათ, აკრძალონ ყველა ის შეკრება, რომელიც საზოგადოებრივ წესრიგს საფრთხეს შეუქმნის, ხოლო, სამთავრობო შენობების დასაცავად, ქალაქებში არმიის დანაყოფებს განათავსებენ.

აქციებს თან ახლდა ძალადობა და მაროდიორობა. ქვეყნის მასშტაბით დაზიანდა და გაიძარცვა დაახლოებით 3 000 სავაჭრო ობიექტი, შეტაკებების შედეგად, დაშავდა ასობით მოსწავლე, სტუდენტი, პედაგოგი, ასევე პოლიციელი და ჟანდარმერი.

პარიზის პოლიციის პრეფექტურა ადასტურებს, რომ აქციების პერიოდში საჯარო სივრცეში ორი მამაკაცი გარდაიცვალა. ბოლო რამდენიმე დღეში სულ 2 500-მდე პირი დააკავეს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენი სრული არაკომპეტენტურობა, რომელმაც კატასტროფა გამოიწვია "დაუმორჩილებელი საფრანგეთის" ბრალი ყოფილა. თქვენი სასტიკი პოლიტიკა, რომელმაც მოთმინებადაკარგული ასობით ათასი მშვიდობიანი მოქალაქე ქუჩაში გამოიყვანა - ისევ და ისევ "დაუმორჩილებელი საფრანგეთის" ბრალია. არადა, ქვეყანას ხომ თქვენ მართავთ! საკუთარი კატასტროფული შედეგების გასამართლებლად, თქვენ მიერვე შექმნილ პრობლემებს ჩვენ გვაბრალებთ! ოპოზიციის ყოვლისშემძლე ძალად წარმოჩენა მისივე სასტიკი ჩახშობის მიზნით - ეს ავტორიტარული რეჟიმების სტრატეგიაა“
მატილდ პანო
„ბრალია. არადა, ქვეყანას ხომ თქვენ მართავთ! საკუთარი კატასტროფული შედეგების გასამართლებლად, თქვენ მიერვე შექმნილ პრობლემებს ჩვენ გვაბრალებთ! ოპოზიციის ყოვლისშემძლე ძალად წარმოჩენა მისივე სასტიკი ჩახშობის მიზნით - ეს ავტორიტარული რეჟიმების სტრატეგიაა“
მატილდ პანო
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
საფრანგეთის პრემიერი ოპონენტებს: თქვენი პოლიტიკური დღის წესრიგი ქვეყანაში ძალადობისა და ქაოსის დამკვიდრებაა - წესრიგის დაუყოვნებლივ აღსადგენად, მომავალ შაბათს უსაფრთხოების ძალების მასშტაბური მობილიზება იქნებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები