პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის დეპუტატი: ჩვენს ქვეყანას არასდროს უნახავს მსგავსი რეპრესიები საკუთარი მომავლისთვის მებრძოლი ბავშვების წინააღმდეგ

საფრანგეთში მასობრივი არეულობისა და კომენდანტის საათის ფონზე, ეროვნული ასამბლეის დეპუტატმა ემელინ ბიდმა მთავრობა ბავშვების წინააღმდეგ უპრეცედენტო რეპრესიებსა და არაპროპორციული ძალის გამოყენებაში დაადანაშაულა.

მასობრივი საპროტესტო აქციების და არეულობის შემდეგ, საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის პარიზის, ლიონის, ტულუზისა და მარსელის ცალკეულ უბნებში, ღამის კომენდანტის საათი მოქმედებს.

პრეფექტებს დაევალათ, აკრძალონ ყველა ის შეკრება, რომელიც საზოგადოებრივ წესრიგს საფრთხეს შეუქმნის, ხოლო სამთავრობო შენობების დასაცავად, ქალაქებში არმიის დანაყოფებს განათავსებენ. აქციებს თან ახლდა ძალადობა და მაროდიორობა.

ქვეყნის მასშტაბით დაზიანდა და გაიძარცვა დაახლოებით 3 000 სავაჭრო ობიექტი, შეტაკებების შედეგად, დაშავდა ასობით მოსწავლე, სტუდენტი, პედაგოგი, ასევე პოლიციელი და ჟანდარმერი.

პარიზის პოლიციის პრეფექტურა ადასტურებს, რომ აქციების პერიოდში საჯარო სივრცეში ორი მამაკაცი გარდაიცვალა. ბოლო რამდენიმე დღეში, სულ 2 500-მდე პირი დააკავეს.

"ჩვენ ამ ძალადობას მკაცრად ვგმობთ. თუმცა, იმასაც ვამბობთ, რომ ამის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო და მომხდარზე პასუხისმგებლობის ნაწილი თქვენს მთავრობას ეკისრება. უკვე რამდენიმე კვირაა, უფროსკლასელების გასაჩუმებლად არაპროპორციულ საპოლიციო ძალებს იყენებთ. ბავშვებს საბრძოლო იარაღი დაუმიზნეთ. დაკავებულია 7 000-ზე მეტი ადამიანი, არასრულწლოვანები კი დასახიჩრებულნი არიან. ჩვენს ქვეყანას არასოდეს უნახავს მსგავსი რეპრესიები საკუთარი მომავლისთვის მებრძოლი ბავშვების წინააღმდეგ", - განაცხადა საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის დეპუტატმა ემელინ ბიდმა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
"ვიმედოვნებთ, პოლიცია და სამხედროები ამჯერად მაინც არ გამოიყენებენ ძალას, თუმცა როდესაც სახელმწიფო რეპრესიებს განაგრძობს და ჩვენს მოთხოვნებს ყურადღებას არ აქცევს, პროცესის მშვიდ გარემოში წარმართვა რთული იქნება" - საფრანგეთის მოქალაქეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები