ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მოსამართლეებს ივანიშვილისგან ინსტრუქცია აქვთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მორჩნენ პროცესს - ანა წითლიძე

ნაციონალური მოძრაობასაკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნებასაქართველოს პარლამენტიგახარია საქართველოსთვის

ენმ-ს წევრის, ანა წითლიძის მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის დაჩქარება და ოპოზიციის შუამდგომლობების უარყოფა დაავალა.

მოსამართლეებს ივანიშვილისგან ინსტრუქცია აქვთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მორჩნენ პროცესს - ანა წითლიძე
მოსამართლეებს ივანიშვილისგან ინსტრუქცია აქვთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მორჩნენ პროცესს - ანა წითლიძეTV პირველი

ენმ-ს წევრი, ანა წითლიძე ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს დაჩქარებული წესით პარტიების აკრძალვა ბიძინა ივანიშვილიმა დაავალა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, სწორედ ამიტომ ჩანიშნა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ შემდეგ კვირაში ყოველდღე სხდომები.

განსაკუთრებული, დამატებითი ინსტრუქციები აქვთ რუსი ოლიგარქი ივანიშვილისგან მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, რომ რაც შეიძლება სწრაფად მორჩნენ ამას. ამას ემსახურება პროცესის ყოველდღე ჩანიშვნა. ასევე მეორე შუამგდომლობა აქვთ მიღებული, რომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს. მთელი დღე დღეს ოპოზიცია ვაყენებდით შუამდგომლობებს და არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა საკონსტიტუციო სასამართლომ". - განაცხადა ანა წითლიძემ.

11 უარი ოპოზიციას - სარჩელის განხილვის ორი დღე ისე გავიდა, რომ არც ერთი პარტიის არც ერთი შუამდგომლობა დაკმაყოფილებული არ არის. ოპოზიციამ ამ დრომდე ვერ გაიგო რას ედავება ივანიშვილის "ქართული ოცნება".

დღის ბოლოს ასევე ცნობილი გახდა, რომ სხდომები საკონსტიტუციო სასამართლოში დაჩქარებული წესით მთელი მომდევნო კვირა გაგრძელდება.

საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პარტიების აკრძალვის დავალება დაიწერა კრემლში - ანა წითლიძეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები