პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მიმდინარე885 ჩანაწერისაკონსტიტუციო სასამართლო: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმემიხეილ სააკაშვილი: რა სჭირთ პარტიების წარმომადგენლებს ბათუმში? უკაცრავად და ვის მიერ ჩადენილ დანაშაულს აღიარებთ როგორც ფაქტს - ჩემს მიერ კაჩინსკის გასვენებაში მიტანილ გვირგვინს, უკრაინის პრეზიდენტის და ჰილარის გამასპინძლებას, 4 პიჯაკს და 1 პალტოს აღიარებთ დანაშაულად, თუნდაც ვაზაგაშვილის და აფრასიძეების განეიტრალებას და ამისგან პარტიის გამიჯვნას ითხოვთ? ყოჩაღ თქვენ!885 ჩანაწერი · 13 მედია

„ქართულ ოცნებას“ დემოკრატიის დაცვის ვალდებულება შეახსენეს ოპოზიციური პარტიების ასაკრძალად მისი სარჩელის...

საკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნებანაციონალური მოძრაობაკოალიცია ცვლილებისთვისლელოფედერალისტებიგახარია საქართველოსთვის

„ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით შეტანილი სარჩელის ფონზე, ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ მმართველ უმრავლესობას პლურალიზმის დაცვისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ დემოკრატიული შემზღუდველების მოხსნის მცდელობა ქვეყანას ასუსტებს.

„ქართულ ოცნებას“ დემოკრატიის დაცვის ვალდებულება შეახსენეს ოპოზიციური პარტიების ასაკრძალად მისი სარჩელის...
რადიო თავისუფლება

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 21 ოქტომბერს იწყებს „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვას.

მმართველი პარტია ითხოვს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“, „ფედერალისტებისა“ და „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობასა და აკრძალვას.

ოპოზიცია განხილვაში აქტიურად მონაწილეობასთან ერთად საპროტესტო აქციებს გეგმავს.

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე 20 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში ხაზს უსვამს, რომ პროცესის შედეგს წინასწარ არ აფასებს და პატივს სცემს სასამართლო ხელისუფლების სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის პრინციპებს, ხოლო მმართველ უმრავლესობას მოუწოდებს, დაიცვას პოლიტიკური პლურალიზმი და შეინარჩუნოს სივრცე პოლიტიკური ოპოზიციისთვის.

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ პოლიტიკური პლურალიზმი აუცილებელია ჯანსაღი დემოკრატიისთვის და საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს წევრის მთავარი ვალდებულებაა. საქართველო, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მონაწილე, ვალდებულია გარანტირებული ჰქონდეს აზრის გამოხატვის, მშვიდობიანი შეკრებებისა და გაერთიანებების თავისუფლება. ეს უფლებები სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას აძლევს თავისი შეხედულებების გამოხატვისა და არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას.

რას მოითხოვს ევროპული სასამართლოს პრაქტიკა

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა მოითხოვს განსაკუთრებულად წონიან საფუძველს პოლიტიკური პარტიის გასაუქმებლად, აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრი მოთხოვნების დაცვით.

ეს ევროპის ერთიანი სამართლებრივი სივრცის ფუნდამენტური სტანდარტებია, სივრცის, რომელსაც საქართველო ეკუთვნის

ალან ბერსეს თანახმად, მმართველ უმრავლესობას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს ამ პირობების დაცვისა და როგორც პარლამენტში, ისე მის მიღმა პოლიტიკური ოპოზიციის კანონიერი როლის პატივსაცემად.

საფრთხე ბალანსისა და შეკავების მექანიზმებისთვის

ევროსაბჭოს გენერალური მდივნის განცხადებით, მმართველი პარტია, რომელიც თავისი ძალაუფლების დემოკრატიული შემზღუდველების მოხსნას ცდილობს, ასუსტებს თავად ქვეყანას, რომლის სამსახურისკენაც მიისწრაფის.

ბერსე ხაზს უსვამს, რომ სასამართლო პროცესის ფონია სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების მზარდი შეზღუდვები. ეს მოვლენები ერთობლიობაში საფრთხეს უქმნის ბალანსისა და შეკავების იმ მექანიზმებს, რომლებიც აუცილებელია საქართველოში დემოკრატიული მმართველობისთვის.

ევროპის საბჭო მოვლენების განვითარებას ყურადღებით დააკვირდება და გააგრძელებს საქართველოსთან დიალოგს, რათა ხელი შეუწყოს კონვენციის დაცვას, ვალდებულებების შესრულებას, პოლიტიკური პლურალიზმის შენარჩუნებასა და ყველა მოქალაქის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 2
  1. პირველი არხისამთავრობოალენ ბერსე – პროცესის შედეგს წინასწარ არ ვაფასებ, პატივს ვცემ სუვერენიტეტისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს, თუმცა მმართველ უმრავლესობას მოვუწოდებ, შეინარჩუნოს სივრცე ოპოზიციისთვის
  2. TV პირველიოპოზიციურიალან ბერსე: მმართველ უმრავლესობას მოვუწოდებ, შეინარჩუნოს სივრცე ოპოზიციისთვის
  3. იმედინიუსისამთავრობოალენ ბერსე: პროცესის შედეგს წინასწარ არ ვაფასებ, პატივს ვცემ სუვერენიტეტისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს, თუმცა მმართველ უმრავლესობას მოვუწოდებ, შეინარჩუნოს სივრცე ოპოზიციისთვის
  4. ნეტგაზეთიოპოზიციურიევროსაბჭოს გენერალური მდივანი „ოცნებას: დაიცავით პოლიტიკური პლურალიზმი
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
კობახიძემ ალან ბერსეს განცხადება პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით "ჩარევად" შეაფასაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები