ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პრემიერი - ყველა უნდა მოერიდოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში ჩარევას - როცა მიმდინარე პროცესია, ამ პროცესთან დაკავშირებით განცხადებების გაკეთება, კონკრეტული კონტექსტის გათვალისწინებით, არის აშკარად ჩარევა

საკონსტიტუციო სასამართლო

ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალან ბერსეს მოწოდებას ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხზე მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში უხეშ ჩარევად აფასებს და აცხადებს, რომ მიმდინარე სასამართლო პროცესისას ზოგადი განცხადებებისგან ყველამ თავი უნდა შეიკავოს.

პრემიერი - ყველა უნდა მოერიდოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში ჩარევას - როცა მიმდინარე პროცესია, ამ პროცესთან დაკავშირებით განცხადებების გაკეთება, კონკრეტული კონტექსტის გათვალისწინებით, არის აშკარად ჩარევა
პრემიერი - ყველა უნდა მოერიდოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში ჩარევას - როცა მიმდინარე პროცესია, ამ პროცესთან დაკავშირებით განცხადებების გაკეთება, კონკრეტული კონტექსტის გათვალისწინებით, არის აშკარად ჩარევაინტერპრესნიუსი

ყველა უნდა მოერიდოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში ჩარევას - როდესაც არის მიმდინარე პროცესი, ამ პროცესთან დაკავშირებით განცხადებების გაკეთება, კონკრეტული კონტექსტის გათვალისწინებით, არის აშკარად ჩარევა,- ასე აფასებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძემ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ალან ბერსეს განცხადებას პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, „თუ დაინახავენ სამართლებრივ უზუსტობებს ან გაუმართავ შინაარსს, ყველას შეუძლია სამართლებრივი კომენტარები გააკეთოს, მაგრამ რასაც ვხედავთ ეს უხეში პოლიტიკური განცხადებებია“.

„ყველა უნდა მოერიდოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში ჩარევას, დანარჩენი ჩვენთვის საინტერესო არ არის. ჩვენთვის საინტერესოა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა, სამართლის უზენაესობა და ამ მიმართულებით ვიქნებით მაქსიმალურად ყურადღებიანი.

[ჩარევად აღიქვით მისი განცხადება?] რა თქმა უნდა! როდესაც არის მიმდინარე პროცესი, ამ პროცესთან დაკავშირებით განცხადებების გაკეთება, კონკრეტული კონტექსტის გათვალისწინებით, არის აშკარად ჩარევა.

სამართლებრივი პროცესია და ასეთ დროს მართლმსაჯულება განიხილავს ამ ყველაფერს. როდესაც მართლმსაჯულებას ეხება საქმე, ყველამ თავი უნდა შეიკავოს წინასწარი კომენტარისგან. როდესაც გამოქვეყნდება განჩინება, ყველას შეუძლია წაიკითხოს შინაარსი როგორი შინაარსისაც არ უნდა იყოს და შემდგომ გააკეთონ კომენტარები. მაგრამ კომენტარები გააკეთონ გადაწყვეტილების შინაარსიდან გამომდინარე და არა ზოგადი განცხადებები ამ საკითხის შესახებ.

როდესაც სასამართლოში სამართლებრივი საკითხი განიხილება, პატივი უნდა სცენ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას. უნდა წაიკითხონ შინაარსი, ჯერ სარჩელის შინაარსი, სარჩელზე ხომ არავინ საუბრობს, არც წაუკითხავთ და სარჩელზე კი არ საუბრობენ, არამედ ზოგად განცხადებებს აკეთებენ. ზოგადი განცხადება არის აშკარა და უხეში ჩარევა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში. ამიტომ, ყველამ კეთილი უნდა ინებონ, წაიკითხონ სარჩელი და თუ რაიმე ხელოვნურს ხედავენ, ამაზე გააკეთონ კომენტარი, შემდგომ კი წაიკითხონ გადაწყვეტილება და გააკეთონ კომენტარები გადაწყვეტილების შინაარსიდან გამომდინარე.

თუ დაინახავენ სამართლებრივ უზუსტობებს ან გაუმართავ შინაარსს, ყველას შეუძლია სამართლებრივი კომენტარები გააკეთოს, მაგრამ რასაც ვხედავთ ეს უხეში პოლიტიკური განცხადებებია.

არსებობს უფლების შეზღუდვა და უფლების შელახვა. მთავარია, უფლება არ შეილახოს. როდესაც ნებისმიერ ქვეყანაში პარტია იკრძალება, ეს არის კონკრეტული ძირითადი უფლების შეზღუდვა, მაგრამ ეს შეზღუდვა შესაძლოა, იყოს გამართლებული. თუ შეზღუდვა გამართლებულია, ამ შემთხვევაში კონსტიტუცია დაცულია“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინფორმაციისთვის, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ საქართველოს მმართველ უმრავლესობას მოუწოდა დაიცვას პოლიტიკური პლურალიზმი და შეინარჩუნოს სივრცე პოლიტიკური ოპოზიციისთვის.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მმართველი უმრავლესობის 88 პარლამენტარის განცხადების საფუძველზე განხილვას იწყებს, რომელიც ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითხოვს. ამ სასამართლო განხილვების შედეგის წინასწარი განსჯის გარეშე და სუვერენიტეტისა და სასამართლო დამოუკიდებლობის პრინციპების სრული პატივისცემით, მმართველ უმრავლესობას მოვუწოდებ, დაიცვან პოლიტიკური პლურალიზმი და შეინარჩუნონ სივრცე პოლიტიკური ოპოზიციისთვის“,- განაცხადა ალან ბერსემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მმართველი უმრავლესობის 88 პარლამენტარის განცხადების საფუძველზე განხილვას იწყებს, რომელიც ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითხოვს. ამ სასამართლო განხილვების შედეგის წინასწარი განსჯის გარეშე და სუვერენიტეტისა და სასამართლო დამოუკიდებლობის პრინციპების სრული პატივისცემით, მმართველ უმრავლესობას მოვუწოდებ, დაიცვან პოლიტიკური პლურალიზმი და შეინარჩუნონ სივრცე პოლიტიკური ოპოზიციისთვის“
ალან ბერსე
„ყველა უნდა მოერიდოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში ჩარევას, დანარჩენი ჩვენთვის საინტერესო არ არის. ჩვენთვის საინტერესოა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა, სამართლის უზენაესობა და ამ მიმართულებით ვიქნებით მაქსიმალურად ყურადღებიანი. [ჩარევად აღიქვით მისი განცხადება?] რა თქმა უნდა! როდესაც არის მიმდინარე პროცესი, ამ პროცესთან დაკავშირებით განცხადებების გაკეთება, კონკრეტული კონტექსტის გათვალისწინებით, არის აშკარად ჩარევა. სამართლებრივი პროცესია და ასეთ დროს მართლმსაჯულება განიხილავს ამ ყველაფერს. როდესაც მართლმსაჯულებას ეხება საქმე, ყველამ თავი უნდა შეიკავოს წინასწარი კომენტარისგან. როდესაც გამოქვეყნდება განჩინება, ყველას შეუძლია წაიკითხოს შინაარსი როგორი შინაარსისაც არ უნდა იყოს და შემდგომ გააკეთონ კომენტარები. მაგრამ კომენტარები გააკეთონ გადაწყვეტილების შინაარსიდან გამომდინარე და არა ზოგადი განცხადებები ამ საკითხის შესახებ. როდესაც სასამართლოში სამართლებრივი საკითხი განიხილება, პატივი უნდა სცენ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას. უნდა წაიკითხონ შინაარსი, ჯერ სარჩელის შინაარსი, სარჩელზე ხომ არავინ საუბრობს, არც წაუკითხავთ და სარჩელზე კი არ საუბრობენ, არამედ ზოგად განცხადებებს აკეთებენ. ზოგადი განცხადება არის აშკარა და უხეში ჩარევა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში. ამიტომ, ყველამ კეთილი უნდა ინებონ, წაიკითხონ სარჩელი და თუ რაიმე ხელოვნურს ხედავენ, ამაზე გააკეთონ კომენტარი, შემდგომ კი წაიკითხონ გადაწყვეტილება და გააკეთონ კომენტარები გადაწყვეტილების შინაარსიდან გამომდინარე. თუ დაინახავენ სამართლებრივ უზუსტობებს ან გაუმართავ შინაარსს, ყველას შეუძლია სამართლებრივი კომენტარები გააკეთოს, მაგრამ რასაც ვხედავთ ეს უხეში პოლიტიკური განცხადებებია. არსებობს უფლების შეზღუდვა და უფლების შელახვა. მთავარია, უფლება არ შეილახოს. როდესაც ნებისმიერ ქვეყანაში პარტია იკრძალება, ეს არის კონკრეტული ძირითადი უფლების შეზღუდვა, მაგრამ ეს შეზღუდვა შესაძლოა, იყოს გამართლებული. თუ შეზღუდვა გამართლებულია, ამ შემთხვევაში კონსტიტუცია დაცულია“
ირაკლი კობახიძე
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ალან ბერსე: მმართველ უმრავლესობას მოვუწოდებ, შეინარჩუნოს სივრცე ოპოზიციისთვისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები