პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მიმდინარე885 ჩანაწერისაკონსტიტუციო სასამართლო: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმემიხეილ სააკაშვილი: რა სჭირთ პარტიების წარმომადგენლებს ბათუმში? უკაცრავად და ვის მიერ ჩადენილ დანაშაულს აღიარებთ როგორც ფაქტს - ჩემს მიერ კაჩინსკის გასვენებაში მიტანილ გვირგვინს, უკრაინის პრეზიდენტის და ჰილარის გამასპინძლებას, 4 პიჯაკს და 1 პალტოს აღიარებთ დანაშაულად, თუნდაც ვაზაგაშვილის და აფრასიძეების განეიტრალებას და ამისგან პარტიის გამიჯვნას ითხოვთ? ყოჩაღ თქვენ!885 ჩანაწერი · 13 მედია

ალან ბერსე: მმართველ უმრავლესობას მოვუწოდებ, შეინარჩუნოს სივრცე ოპოზიციისთვის

საკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნება

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე მმართველ უმრავლესობას მოუწოდებს, პატივი სცეს პოლიტიკურ პლურალიზმს და შეინარჩუნოს სივრცე ოპოზიციისთვის, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო „ქართული ოცნების“ სარჩელს განიხილავს ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ.

ალან ბერსე: მმართველ უმრავლესობას მოვუწოდებ, შეინარჩუნოს სივრცე ოპოზიციისთვის
TV პირველი

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსე მმართველ უმრავლესობას, ოპოზიციის აკრძალვის საკითხზე მოსმენების დაწყებამდე, დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის დაცვისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, პოლიტიკური პლურალიზმი აუცილებელია ჯანსაღი დემოკრატიისთვის და წარმოადგენს საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს წევრის, ვალდებულებების ბირთვს.

მისივე თქმით, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მონაწილე მხარე, საქართველო ვალდებულია უზრუნველყოს გამოხატვის თავისუფლება და შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება.

„საქართველოს საკსონსტიტუციო სასამართლო იწყებს მოსმენებს მმართველი უმრავლესობის 88 პარლამენტარის სარჩელზე, რომელიც ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითვალისწინებს. წინასწარ რაიმე შეფასების გაკეთების გარეშე, სუვერენიტეტისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპების სრული დაცვით, მოვუწოდებ მმართველ უმრავლესობას, პატივი სცეს პოლიტიკურ პლურალიზმს და შეინარჩუნოს სივრცე პოლიტიკური ოპოზიციისთვის.

პოლიტიკური პლურალიზმი აუცილებელია ჯანსაღი დემოკრატიისთვის და წარმოადგენს საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს წევრის, ვალდებულებების ბირთვს. როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მონაწილე მხარე, საქართველო ვალდებულია უზრუნველყოს გამოხატვის თავისუფლება და შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება. ეს უფლებები სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს აძლევს საშუალებას, ორგანიზება გაუკეთონ საკუთარ საქმიანობას, გამოხატონ თავიანთი შეხედულებები და იასპარეზონ არჩევნებში. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი მოითხოვს განსაკუთრებით დამმაჯერებელ დასაბუთებას პოლიტიკური პარტიის გასაუქმებლად, რომელიც მკაცრად ექვემდებარება აუცილებლობისა და პროპორციულობის მოთხოვნებს. ეს არის საერთო ევროპული სამართლებრივი სივრცის ფუნდამენტური სტანდარტები, რომელსაც საქართველო მიეკუთვნება.

მმართველ უმრავლესობას აკისრია განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, დაიცვას ეს პირობები და პატივი სცეს პოლიტიკური ოპოზიციის ლეგიტიმურ როლს როგორც პარლამენტში, ისე მის გარეთ. მმართველი პარტია, რომელიც ცდილობს, მოხსნას თავის ძალაუფლებაზე დაწესებული დემოკრატიული ბერკეტები, ასუსტებს სწორედ იმ ქვეყანას, რომლის სამსახურშიც ყოფნა სურს.

ეს პროცესები ვითარდება სამოქალაქო საზოგადოებაზე, დამოუკიდებელ მედიასა და შეკრების თავისუფლებაზე მზარდი შეზღუდვების ფონზე. ერთობლივად, ეს მოვლენები ქმნის რისკს, რომ შეირყეს ის წონასწორობისა და კონტროლის მექანიზმები, რომლებიც აუცილებელია საქართველოში დემოკრატიული მმართველობისთვის.

ევროპის საბჭო მჭიდროდ დააკვირდება მოვლენების განვითარებას და გააგრძელებს დიალოგს საქართველოსთან კონვენციის დასაცავად, აგრეთვე იმისათვის, რომ მხარი დაუჭიროს საქართველოს თავისი ვალდებულებების შესრულებაში, პოლიტიკური პლურალიზმის შენარჩუნებასა და მისი ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვაში, - აცხადებს ალან ბერსე.

საკონსტიტუციო სასამართლო „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვას იწყებს, რომელიც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს. სასამართლო სხდომები ბათუმში, 21, 22 და 23 ოქტომბერს, ზედიზედ არის ჩანიშნული.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 2
  1. პირველი არხისამთავრობოალენ ბერსე – პროცესის შედეგს წინასწარ არ ვაფასებ, პატივს ვცემ სუვერენიტეტისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს, თუმცა მმართველ უმრავლესობას მოვუწოდებ, შეინარჩუნოს სივრცე ოპოზიციისთვის
  2. იმედინიუსისამთავრობოალენ ბერსე: პროცესის შედეგს წინასწარ არ ვაფასებ, პატივს ვცემ სუვერენიტეტისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს, თუმცა მმართველ უმრავლესობას მოვუწოდებ, შეინარჩუნოს სივრცე ოპოზიციისთვის
  3. ნეტგაზეთიოპოზიციურიევროსაბჭოს გენერალური მდივანი „ოცნებას: დაიცავით პოლიტიკური პლურალიზმი
  4. რადიო თავისუფლებაოპოზიციური„ქართულ ოცნებას“ დემოკრატიის დაცვის ვალდებულება შეახსენეს ოპოზიციური პარტიების ასაკრძალად მისი სარჩელის...
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
კობახიძემ ალან ბერსეს განცხადება პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით "ჩარევად" შეაფასაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები