მარკო რუბიო - Starlink-ის სისტემაში ცვლილებები დონალდ ტრამპს არ უთხოვია
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო უარყოფს The Wall Street Journal-ის ცნობას და აცხადებს, რომ დონალდ ტრამპსა და მის ადმინისტრაციას Starlink-ის სისტემაში ცვლილებები არ უთხოვიათ.

Starlink-ის სისტემაში ცვლილებები დონალდ ტრამპს არ უთხოვია, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ჟურნალისტებს განუცხადა.
მარკო რუბიო გამოცემა The Wall Street Journal-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, უკრაინისთვის Starlink-ის მუშაობის შენელების ბრძანება ილონ მასკმა აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, მათ შორის, პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან კონსულტაციის შემდეგ გასცა.
„Starlink-ი კერძო კომპანიაა. მათ კონტრაქტი აქვთ და ეს კონტრაქტი მოიცავს პირობებს, რომლებიც განსაზღვრავს იმას, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ტექნოლოგიის გამოყენება. ჩვენ კერძო კომპანიას ვერ ვეტყვით, რა გადაწყვეტილებები მიიღოს ან არ მიიღოს. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ არც აშშ-ის პრეზიდენტს და არც ჩვენი ადმინისტრაციიდან ვინმეს ამ სისტემაში რაიმე ცვლილება არ უთხოვია“, - განაცხადა რუბიომ.
მისი თქმით, მედიაში გავრცელებული ცნობები, თითქოს აშშ-ის მთავრობამ უკრაინას თავდაცვისთვის აუცილებელი საშუალებების მიწოდებაზე უარი განუცხადა, სიმართლეს არ შეესაბამება.
„ბოლო ოთხ ნახევარი წლის განმავლობაში უკრაინის დასახმარებლად იმაზე მეტი არცერთ ქვეყანას არ გაუკეთებია, ვიდრე აშშ-ს, მათ შორის ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში“, - აღნიშნა რუბიომ.
ციტატები სტატიიდან
„Starlink-ი კერძო კომპანიაა. მათ კონტრაქტი აქვთ და ეს კონტრაქტი მოიცავს პირობებს, რომლებიც განსაზღვრავს იმას, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ტექნოლოგიის გამოყენება. ჩვენ კერძო კომპანიას ვერ ვეტყვით, რა გადაწყვეტილებები მიიღოს ან არ მიიღოს. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ არც აშშ-ის პრეზიდენტს და არც ჩვენი ადმინისტრაციიდან ვინმეს ამ სისტემაში რაიმე ცვლილება არ უთხოვია“
„ბოლო ოთხ ნახევარი წლის განმავლობაში უკრაინის დასახმარებლად იმაზე მეტი არცერთ ქვეყანას არ გაუკეთებია, ვიდრე აშშ-ს, მათ შორის ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.