პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელს შეხვდა

ეკონომიკის სამინისტრო

მარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის DFC-ის წარმომადგენელ ქეროლაინ ვიკს შეხვდა, სადაც აღინიშნა, რომ აშშ-იდან ინვესტიციებმა I-II კვარტალში 58.4 მილიონი დოლარი შეადგინა.

მარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელს შეხვდა
რუსთავი 2

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელს ქეროლაინ ვიკს შეხვდა.

შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა რეგიონული დაკავშირებადობის მნიშვნელობაზე, ასევე ქვეყანაში მიმდინარე სტრატეგიულ საინვესტიციო პროექტებზე, რომლებიც ხელს უწყობს საქართველოს პოზიციების გაძლიერებას შუა დერეფნის კონტექსში. ასეთ პროექტებს შორის დასახელდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური, რკინიგზის მოდერნიზების პროექტი, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი, აღმოსავლეთ - დასავლეთის მაგისტრალი, შავი ზღვის ენერგო კაბელი და სხვ. ასევე ხაზი გაესვა DFC - ის მხარდაჭერას და უწყვეტ ჩართულობას კორპორაციის მიერ საქართველოში როგორც განხორციელებულ და მიმდინარე, ისე მომავალ პროექტებთან მიმართებით.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2025 წელს საქართველოში აშშ - დან განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა 77 პროცენტით გაიზარდა - ეს ტენდენცია 2026 წელსაც გაგრძელდა და I - II კვარტალში აშშ-იდან საქართველოში განხორციელებულმა ინვესტიციებმა შეადგინა 58.4 მილიონი აშშ დოლარი, რაც 65 პროცენტიანი ზრდაა.

შეხვედრას ამერიკის შეერთებული შტატების საქმეთა დროებითი რწმუნებული, კორტნი ოსტრიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები თამარ იოსელიანი და გენადი არველაძე დაესწრნენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. პირველი არხისამთავრობომარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელს, ქეროლაინ ვიკს შეხვდა
  2. POSTVსამთავრობომარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელს ქეროლაინ ვიკს შეხვდა
  3. იმედინიუსისამთავრობომარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელს ქეროლაინ ვიკს შეხვდა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
მარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვდა - მხარეებმა ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტები განიხილესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები