ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელს ქეროლაინ ვიკს შეხვდა

ეკონომიკის სამინისტრო

მარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის DFC-ის წარმომადგენელ ქეროლაინ ვიკს შეხვდა. სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს სტრატეგიული პროექტები და აღინიშნა, რომ აშშ-იდან ინვესტიციები მეორე კვარტალში 65%-ით გაიზარდა და 58.4 მილიონი დოლარი შეადგინა.

მარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელს ქეროლაინ ვიკს შეხვდა
მარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელს ქეროლაინ ვიკს შეხვდაPOSTV

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელს ქეროლაინ ვიკს შეხვდა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა რეგიონული დაკავშირებადობის მნიშვნელობაზე, ასევე ქვეყანაში მიმდინარე სტრატეგიულ საინვესტიციო პროექტებზე, რომლებიც ხელს უწყობს საქართველოს პოზიციების გაძლიერებას შუა დერეფნის კონტექსში. ასეთ პროექტებს შორის დასახელდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური, რკინიგზის მოდერნიზების პროექტი, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი, აღმოსავლეთ – დასავლეთის მაგისტრალი, შავი ზღვის ენერგო კაბელი და სხვ. ასევე ხაზი გაესვა DFC – ის მხარდაჭერას და უწყვეტ ჩართულობას კორპორაციის მიერ საქართველოში როგორც განხორციელებულ და მიმდინარე, ისე მომავალ პროექტებთან მიმართებით.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2025 წელს საქართველოში აშშ – დან განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა 77 პროცენტით გაიზარდა – ეს ტენდენცია 2026 წელსაც გაგრძელდა და მეორე კვარტალში აშშ-იდან საქართველოში განხორციელებულმა ინვესტიციებმა შეადგინა 58.4 მილიონი აშშ დოლარი, რაც 65 პროცენტიანი ზრდაა.

შეხვედრას ამერიკის შეერთებული შტატების საქმეთა დროებითი რწმუნებული, კორტნი ოსტრიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები თამარ იოსელიანი და გენადი არველაძე დაესწრნენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მარიამ ქვრივიშვილი – ჩვენი ამოცანაა, საქართველოსა და უზბეკეთს შორის უახლოეს პერიოდში ვაჭრობის მოცულობამ ერთ მილიარდ დოლარს მიაღწიოსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები