მარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელს, ქეროლაინ ვიკს შეხვდა
მარიამ ქვრივიშვილი DFC-ის პოლიტიკის ხელმძღვანელ ქეროლაინ ვიკს შეხვდა, სადაც სტრატეგიულ პროექტებზე იმსჯელეს; სამინისტროს ცნობით, აშშ-იდან ინვესტიციებმა მეორე კვარტალში 58.4 მილიონი დოლარი შეადგინა.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელს ქეროლაინ ვიკს შეხვდა.
შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა რეგიონული დაკავშირებადობის მნიშვნელობაზე, ასევე ქვეყანაში მიმდინარე სტრატეგიულ საინვესტიციო პროექტებზე, რომლებიც ხელს უწყობს საქართველოს პოზიციების გაძლიერებას შუა დერეფნის კონტექსტში. ასეთ პროექტებს შორის დასახელდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური, რკინიგზის მოდერნიზების პროექტი, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი, აღმოსავლეთ – დასავლეთის მაგისტრალი, შავი ზღვის ენერგო კაბელი და სხვა. ასევე ხაზი გაესვა DFC – ის მხარდაჭერას და უწყვეტ ჩართულობას კორპორაციის მიერ საქართველოში როგორც განხორციელებულ და მიმდინარე, ისე მომავალ პროექტებთან მიმართებით.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2025 წელს საქართველოში აშშ-დან განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა 77 პროცენტით გაიზარდა – ეს ტენდენცია 2026 წელსაც გაგრძელდა და მეორე კვარტალში აშშ-იდან საქართველოში განხორციელებულმა ინვესტიციებმა შეადგინა 58.4 მილიონი აშშ დოლარი, რაც 65 პროცენტიანი ზრდაა.
შეხვედრას ამერიკის შეერთებული შტატების საქმეთა დროებითი რწმუნებული, კორტნი ოსტრიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები თამარ იოსელიანი და გენადი არველაძე დაესწრნენ.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- POSTVმარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელს ქეროლაინ ვიკს შეხვდა
- იმედინიუსიმარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელს ქეროლაინ ვიკს შეხვდა
- რუსთავი 2მარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელს შეხვდა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.