ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვასილ როინიშვილი ჩემზე ძალადობის ეპიზოდების ერთ-ერთი თანამონაწილე იყო - ბესო ალავიძე

საკონსტიტუციო სასამართლო

უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ბესო ალავიძე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრ ვასილ როინიშვილს მასზე ზეწოლასა და ძალადობის ეპიზოდებში თანამონაწილეობაში ადანაშაულებს.

ვასილ როინიშვილი ჩემზე ძალადობის ეპიზოდების ერთ-ერთი თანამონაწილე იყო - ბესო ალავიძე
ვასილ როინიშვილი ჩემზე ძალადობის ეპიზოდების ერთ-ერთი თანამონაწილე იყო - ბესო ალავიძეTV პირველი

უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ბესო ალავიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, ვასილ როინიშვილს მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაში ადანაშაულებს.

როგორც ალავიძე გადაცემა “რეაქციაში“ ჩართვისას ამბობს, სწორედ როინიშვილი იყო ადამიანი, რომელსაც ინფორმაციები გაჰქონდა, თუ რას ფიქრობდა თვითონ ამა თუ იმ საქმეზე.

ყოფილი მოსამართლის თქმით, სწორედ ამის შემდეგ გახდა იძულებული საქმეზე თვითაცილება დაეწერა.

ვასილ როინიშვილს, რომელიც დღეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობაში, კონსტიტუცია არ აქვს გადაშლილი და არ იცის, კომპეტენციის პრობლემაც აქვს. ეს ის ადამიანია, რომელიც, მე რაც მოვყევი ძალადობის ეპიზოდები, რომლებიც ჩემს მიმართ ხორციელდებოდა, ერთ-ერთ და არა ერთ ეპიზოდში, სწორედ, ვასილ როინიშვილი იყო ერთ-ერთი თანამონაწილე ამის, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ეპიზოდში გასნაკუთრებით. მაშინ, როდესაც ამ საქმეს ვიხილავდით, შემადგნელობაში ვიყავით მე, ვასილ როინიშვილი და პაატა ქათამაძე და მე ვახსენე, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით, დამიბარეს ჩინჩალაძის კაბინეტში, სადაც იმყოფებოდა ვალერი ცერცვაძე, ასევე მურუსიძე და იქ მირჩევდნენ საქმეს. ზუსტად ვასილ როინიშვილი იყო ის ადამიანი, რომელმაც გაიტანა ინფორმაცია, რომ ბესარიონ ალავიძე ასე ფიქრობს, ანუ იმის საწინააღმდეგოდ ფიქრობს, რა გადაწყვეტილებაც უნდა მივიღოთ და რაც დაგვავალეს, ანუ ამ ადამიანმა გაიტანა ინფორმაცია, თუ რას ვფიქრობდი მე. შემდეგ კი ისე მოხდა, რომ იძულებული გავხდი დამეწერა განცხადება საქმის თვითაცილების შესახებ, - ამბობს ალავიძე.

ყოოფილი მოსამართლის თქმით, როინიშვილი ზეწოლას ახორციელებდა 2012 წლამდეც და 2012 წლის შემდეგაც და შანტაჟს ენით ესაუბრებოდა ყველას.

მაგალითად ჩემთვის უთქვამს, რომ შეიძლება შენ დაგაბრალონ, რომ ქრთამი აიღე და ციხეში გაგიშვან. მე მასთან ლამის ფიზიკურ დაპირისპირებამდე მივედი. საქმეების გარდა, მას უნდოდა დარჩენილიყო სამოქალაქო პალატის თავმჯდომარედ, ჩვენ მაშინ მზია თოდუას დავუჭირეთ მხარი, რის გამოც გვქონდა დაპირისპირება, - თქვა მან.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს აღნიშნულ სარჩელს და პარტიები აიკრძალება - ყოფილი მოსამართლეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები