ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს აღნიშნულ სარჩელს და პარტიები აიკრძალება - ყოფილი მოსამართლე

საკონსტიტუციო სასამართლო

უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ბესო ალავიძე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელს დააკმაყოფილებს. მისი თქმით, ამის მოლოდინს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და სასამართლოს შემადგენლობა უჩენს.

საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს აღნიშნულ სარჩელს და პარტიები აიკრძალება - ყოფილი მოსამართლე
საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს აღნიშნულ სარჩელს და პარტიები აიკრძალება - ყოფილი მოსამართლეTV პირველი

უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ბესო ალავიძე ვარაუდობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს ოპოზიციურ პარტიებს აკრძალვის სარჩელს და ქვეყანაში ოპოზიცია აიკრძალება.

როგორც მან გადაცემა “რეაქციაში“ ჩართვისას განაცხადა, ამის თქმის საშუალებას არაერთი გარემოება აძლევს, მათ შორის კი ის შემადგენლობა, რომელიც საკონსტიტუციოშია წარმოდგენილი.

პირადად ჩემი მოლოდინია, რომ პარტიები აიკრძალება, საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს აღნიშნულ სარჩელს, ვინაიდან, პროცესები, რომლებიც მიმდინარეობს ქვეყანაში, რა კომენტარებიც მოვისმინეთ, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის განცხადება, ასევე მისი თანამდებობიდან წასვლა, ასევე შემადგენლობა, ვინც გვყავს შემადგენლობაში, ყველა ეს ფაქტორი ერთად აღებული, მაძლევს იმ დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნას, და სამწუხაროდ, საქართველოში სრული სიბნელის ხანა დაიწყება, - განაცხადა ალავიძემ.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ვითხოვთ, აიკრძალოს პარტიები და ჩამოშორდნენ პოლიტიკურ საქმიანობას, დანარჩენი საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტია, აიკრძალება თუ არა ეს პარტიები - ირაკლი ჭეიშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები