პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დონალდ ტრამპი - ზელენსკის უნდა სურდეს ამ ომის დასრულება და თუ მას ეს არ სურს, ძალიან ცუდი იქნება

დონალდ ტრამპის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკის ომის დასრულება უნდა სურდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი „ძალიან ცუდი იქნება“. მისი თქმით, შტატებმა უკრაინას ასობით მილიარდი დოლარი გადასცა, თუმცა სანაცვლოდ მხოლოდ გაძვირებული დიზელის საწვავი მიიღო.

დონალდ ტრამპი - ზელენსკის უნდა სურდეს ამ ომის დასრულება და თუ მას ეს არ სურს, ძალიან ცუდი იქნება
ინტერპრესნიუსი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთი ბრძოლის ველზე ტემპის შენელების არანაირ ნიშანს არ ავლენს. „ისინი უბრალოდ განაგრძობენ წინსვლას“, - აღნიშნა ტრამპმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის მტკიცებით, “რუსეთს შეთანხმების მიღწევა სურს”. ტრამპის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ომის დასრულება უნდა სურდეს.

„უკრაინას უნდა სურდეს ამ ომის დასრულება. ზელენსკის უნდა სურდეს ამ ომის დასრულება და თუ მას ეს არ სურს, ვფიქრობ, ძალიან ცუდი იქნება“, - აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას ასობით მილიარდი დოლარი გადასცა, სანაცვლოდ კი არფერი მიუღი გაძვირებული საწვავის გარდა.

„სანაცვლოდ არაფერი მიგვიღია, გარდა დიზელის საწვავის მაღალი ფასებისა. ჩვენ, ალბათ, შესაძლოა, თითქმის ნებისმიერ სხვა ქვეყანაზე მეტი ფული მივეცით უკრაინას წლების განმავლობაში - ასობით მილიარდი დოლარი”, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოტრამპი ზელენსკიზე: მას ჩემთვის რომ დაეჯერებინა, ბევრად უკეთეს გარიგებას დადებდა დიდი ხნის წინ და მისი მილიონობით ადამიანი ცოცხალი დარჩებოდა
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
დონალდ ტრამპი: პუტინს ძალიან სურს ომის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები