ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საფრანგეთში, საპროტესტო აქციების ფონზე, ვითარება კვლავ დაძაბულია - მარსელში კომენდანტის საათი ამოქმედდა

საქართველოს პარლამენტი

საფრანგეთში საპროტესტო აქციების ფონზე მარსელში პირველად ამოქმედდა კომენდანტის საათი, პოლიციის დასახმარებლად კი ჯარს ჩართავენ. ქვეყნის პარლამენტი არეულობის მიზეზების გამოსაძიებლად სპეციალურ კომისიას ქმნის.

საფრანგეთში, საპროტესტო აქციების ფონზე, ვითარება კვლავ დაძაბულია - მარსელში კომენდანტის საათი ამოქმედდა
საფრანგეთში, საპროტესტო აქციების ფონზე, ვითარება კვლავ დაძაბულია - მარსელში კომენდანტის საათი ამოქმედდარუსთავი 2

საპროტესტო აქციების ფონზე, საფრანგეთში ვითარება კვლავ დაძაბულია. მარსელში პირველად ამოქმედდა კომენდანტის საათი, ხოლო პარიზმა შეზღუდვების ქვეშ უკვე მეორე ღამე გაატარა.

ცნობილი ხდება, რომ შაბათისთვის დაგეგმილ საპროტესტო აქციებზე პოლიციას ახლა უკვე ჯარისკაცებიც დაეხმარებიან. პარალელურად, ოფიციალურმა პირებმა გასული უქმეების არეულობისა და ძარცვის დროს დაშვებული შეცდომები ღიად აღიარეს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა მომხდარის გამო ბოდიშიც მოიხადა. პარლამენტი არეულობის მიზეზების გამოსაძიებლად სპეციალურ კომისიას ქმნის, სამართალდამცველებმა კი ძალადობაში მონაწილე პირების იდენტიფიცირებისთვის 200 გამომძიებელი დანიშნეს.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პარიზსა და სხვა დიდ ქალაქებში კომენდანტის საათის შემოღების შემდეგ, საპროტესტო აქციებმა გარკვეულწილად იკლოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები