პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ტრამპი: პუტინსა და ზელენსკის შორის არსებული სიძულვილი უზარმაზარია

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, პუტინსა და ზელენსკის შორის შეთანხმების ვერმიღწევის მთავარი მიზეზი მათ შორის არსებული უზარმაზარი სიძულვილია. მისი თქმით, სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად მათი ერთ ოთახში ყოფნა აუცილებელი არ არის.

ტრამპი: პუტინსა და ზელენსკის შორის არსებული სიძულვილი უზარმაზარია
რუსთავი 2

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მიზეზი, რის გამოც ზელენსკიმ და პუტინმა შეთანხმების მიღწევა ვერ შეძლეს, მათ შორის არსებული სიძულვილია:

"პუტინსა და ზელენსკის შორის არსებული სიძულვილი უზარმაზარია.ვფიქრობ, სინამდვილეში, სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ ვერ შეძლეს მათ შეთანხმების მიღწევა,"- აცხადებს დონალდ ტრამპი.

ასევე, ჟურნალისტების კითხვაზე - იმისთვის, რომ უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმება შედგეს, აუცილებელია თუ არა, ზელენსკი და პუტინი ერთსა და იმავე დროს ერთ ოთახში იყვნენ, ტრამპმა უპასუხა:

"ვფიქრობ, მათ ეს სხვაგვარადაც შეუძლიათ. მათთვის რთული იქნება ერთ ოთახში ყოფნა.ჩემთვის სულერთია, როგორ მოხდება ეს,"- აღნიშნა ტრამპმა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ტრამპი: პუტინს ვკითხე, „ეს ომი მოხდებოდა, მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტი?“, მან კი მიპასუხა, რომ „არა“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები