ტრამპი: პუტინსაც და ზელენსკისაც ომის დასრულება სურთ, თუმცა არ იციან, როგორ მიაღწიონ ამას
დონალდ ტრამპის განცხადებით, ვლადიმერ პუტინსაც და ვოლოდიმირ ზელენსკისაც ომის დასრულება სურთ, თუმცა არ იციან, როგორ მიაღწიონ ამას, რაშიც მათ აშშ დაეხმარება. მისი თქმით, 10 ოქტომბრის სატელეფონო საუბრისას პუტინმა შეთანხმების მიღწევის სურვილი გამოთქვა.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსაც და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისაც ომის დასრულება სურთ, თუმცა მათ არ იციან, როგორ მიაღწიონ ამას.
„მხოლოდ მოლაპარაკებების გამოცდილების საფუძველზე. მთელი ჩემი ცხოვრება გარიგებების დადებას ვუთმობდი. ვფიქრობ, პუტინსაც სურს [ომის დასრულება]... ვფიქრობ, ორივეს სურს მისი დასრულება.
მათ შორის დიდი სიძულვილია. ორივეს სურს ომის დასრულება. მათ არ იციან, როგორ მიაღწიონ ამას. ჩვენ მათ ამაში დავეხმარებით“, - განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას 13 ოქტომბერს.
ტრამპს ჰკითხეს, რატომ არის დარწმუნებული, რომ პუტინს ომის დასრულება ზელენსკიზე მეტად სურს.
შეგახსენებთ, 10 ოქტომბერს ტრამპმა განაცხადა, რომ პუტინმა მასთან სატელეფონო საუბრისას უკრაინაში ომის დასრულების მიზნით შეთანხმების მიღწევის სურვილი გამოთქვა.
ციტატები სტატიიდან
„მხოლოდ მოლაპარაკებების გამოცდილების საფუძველზე. მთელი ჩემი ცხოვრება გარიგებების დადებას ვუთმობდი. ვფიქრობ, პუტინსაც სურს [ომის დასრულება]... ვფიქრობ, ორივეს სურს მისი დასრულება. მათ შორის დიდი სიძულვილია. ორივეს სურს ომის დასრულება. მათ არ იციან, როგორ მიაღწიონ ამას. ჩვენ მათ ამაში დავეხმარებით“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.