პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შაკო ჩაჩანიძე: როგორც გავარკვიე, მსგავსი ინიციალების მქონე პატიმარი ლაითურის ციხეში საერთოდ არ იმყოფება. ეს იმ ცრუ კამპანიის გაგრძელებაა, რომელიც ცოტა ხნის წინ გიორგი დავითაძის ოჯახმა წამოიწყო

ქართული ოცნებანაციონალური მოძრაობა

პროდიუსერ შაკო ჩაჩანიძის მტკიცებით, ლაითურის ციხეში პატიმრის გაუპატიურების შესახებ ინფორმაცია სიცრუეა და მსგავსი ინიციალების პირი იქ საერთოდ არ იმყოფება. იგი სახელმწიფოსგან „გურიის მოამბისა“ და ვლადიმერ მენაბდის მკაცრად დასჯას მოითხოვს.

შაკო ჩაჩანიძე: როგორც გავარკვიე, მსგავსი ინიციალების მქონე პატიმარი ლაითურის ციხეში საერთოდ არ იმყოფება. ეს იმ ცრუ კამპანიის გაგრძელებაა, რომელიც ცოტა ხნის წინ გიორგი დავითაძის ოჯახმა წამოიწყო
იმედინიუსი

პროდიუსერი შაკო ჩაჩანიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება „გურიის მოამბის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ლაითურის №1 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი ა. მ. დაწესებულების თანამშრომელმა გააუპატიურა.

მისივე თქმით, ეს იმ ცრუ კამპანიის გაგრძელებაა, რომელიც ცოტა ხნის წინ გიორგი დავითაძის ოჯახმა წამოიწყო.

„როგორც გავარკვიე, მსგავსი ინიციალების მქონე პატიმარი ლაითურის ციხეში საერთოდ არ იმყოფება. ეს იმ ცრუ კამპანიის გაგრძელებაა, რომელიც ცოტა ხნის წინ გიორგი დავითაძის ოჯახმა წამოიწყო. გასაგებია, რომ „ნაცების“ მიზანია, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება „ნაცმოძრაობის“ დროინდელ სისხლიან რეჟიმსა და მწამებლებს როგორმე ასეთი ფეიკებით გაუთანაბროს, მაგრამ ამ ცრუ კამპანიის არავის სჯერა, ფაქტები ყოველთვის საპირისპიროზე მეტყველებს!

ის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი ადამიანის უფლებების დაცვაა, საზოგადოებამაც კარგად იცის!

იმედია, სახელმწიფო მკაცრად აგებინებს პასუხს ვლადიმერ მენაბდესა და „გურიის მოამბეს“ ამ ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო!“, - წერს შაკო ჩაჩანიძე.

აღნიშნულ საკითხზე განცხადება სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმაც გაავრცელა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოშაკო ჩაჩანიძე პატიმრის გაუპატიურების შესახებ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზე: მსგავსი ინიციალების მქონე პატიმარი ლაითურის ციხეში საერთოდ არ იმყოფება. ეს იმ ცრუ კამპანიის გაგრძელებაა, რომელიც დავითაძის ოჯახმა წამოიწყო
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს „გურიის მოამბის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ლაითურის №1 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი ა. მ. დაწესებულების თანამშრომელმა გააუპატიურაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები