პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შაკო ჩაჩანიძე პატიმრის გაუპატიურების შესახებ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზე: მსგავსი ინიციალების მქონე პატიმარი ლაითურის ციხეში საერთოდ არ იმყოფება. ეს იმ ცრუ კამპანიის გაგრძელებაა, რომელიც დავითაძის ოჯახმა წამოიწყო

ქართული ოცნებანაციონალური მოძრაობა

პროდიუსერ შაკო ჩაჩანიძის განცხადებით, ლაითურის ციხეში პატიმრის გაუპატიურების შესახებ გავრცელებული ცნობა სიცრუეა და მსგავსი ინიციალების მქონე პირი დაწესებულებაში საერთოდ არ იმყოფება.

შაკო ჩაჩანიძე პატიმრის გაუპატიურების შესახებ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზე: მსგავსი ინიციალების მქონე პატიმარი ლაითურის ციხეში საერთოდ არ იმყოფება. ეს იმ ცრუ კამპანიის გაგრძელებაა, რომელიც დავითაძის ოჯახმა წამოიწყო
რუსთავი 2

პროდიუსერი შაკო ჩაჩანიძე, ლაითურის ციხეში პატიმრის გაუპატიურებასთან დაკავშირებით „გურიის მოამბის“ მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება და იმ ცრუ კამპანიის გაგრძელებას უწოდებს, რაც გიორგი დავითაძის ოჯახმა წამოიწყო.

ჩაჩანიძის ინფორმაციით, მსგავსი ინიციალების მქონე პატიმარი ლაითურის ციხეში საერთოდ არ იმყოფება, ხოლო, ამგვარი სიცრუის გავრცელებით, ოპოზიცია ცდილობს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება „ნაცმოძრაობის“ დროინდელ სისხლიან რეჟიმსა და მწამებლებს როგორმე გაუთანაბროს.

ის იმედს გამოთქვამს, რომ სახელმწიფო პასუხს აგებინებს მსგავსი სიცრუის გამავრცელებლებს.

"როგორც გავარკვიე, მსგავსი ინიციალების მქონე პატიმარი ლაითურის ციხეში საერთოდ არ იმყოფება. ეს იმ ცრუ კამპანიის გაგრძელებაა, რომელიც ცოტა ხნის წინ გიორგი დავითაძის ოჯახმა წამოიწყო. გასაგებია, რომ „ნაცების“ მიზანია, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება „ნაცმოძრაობის“ დროინდელ სისხლიან რეჟიმსა და მწამებლებს როგორმე ასეთი ფეიკებით გაუთანაბროს, მაგრამ ამ ცრუ კამპანიის არავის სჯერა, ფაქტები ყოველთვის საპირისპიროზე მეტყველებს!

ის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი ადამიანის უფლებების დაცვაა, საზოგადოებამაც კარგად იცის!

იმედია, სახელმწიფო მკაცრად აგებინებს პასუხს ვლადიმერ მენაბდესა და „გურიის მოამბეს“ ამ ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო!” - წერს შაკო ჩაჩანიძე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოშაკო ჩაჩანიძე: როგორც გავარკვიე, მსგავსი ინიციალების მქონე პატიმარი ლაითურის ციხეში საერთოდ არ იმყოფება. ეს იმ ცრუ კამპანიის გაგრძელებაა, რომელიც ცოტა ხნის წინ გიორგი დავითაძის ოჯახმა წამოიწყო
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს „გურიის მოამბის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ლაითურის №1 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი ა. მ. დაწესებულების თანამშრომელმა გააუპატიურაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები