ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რატი იონათამიშვილი: რაც შეეხება საქართველოს მიმართ მუქარებს, აღსანიშნავია, რომ ევრობიუროკრატებმა საქართველოს მიმართ გაკეთებული უსამართლო განცხადებებით, საბოლოო ჯამში საკუთარ ქვეყნებს გამოუცხადეს ჰიბრიდული ომი და დღეს ამ ომის შედეგებს ევროპულ ქალაქებში იმკიან

რატი იონათამიშვილის მტკიცებით, ევრობიუროკრატებმა საქართველოს მიმართ უსამართლო განცხადებებით საკუთარ ქვეყნებს ჰიბრიდული ომი გამოუცხადეს. დეპუტატი აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებების მაგიდაზე რეზოლუციებზე მეტად „შუა დერეფნის“ პროექტი და საქართველოს გაზრდილი როლი განიხილება.

რატი იონათამიშვილი: რაც შეეხება საქართველოს მიმართ მუქარებს, აღსანიშნავია, რომ ევრობიუროკრატებმა საქართველოს მიმართ გაკეთებული უსამართლო განცხადებებით, საბოლოო ჯამში საკუთარ ქვეყნებს გამოუცხადეს ჰიბრიდული ომი და დღეს ამ ომის შედეგებს ევროპულ ქალაქებში იმკიან
რატი იონათამიშვილი: რაც შეეხება საქართველოს მიმართ მუქარებს, აღსანიშნავია, რომ ევრობიუროკრატებმა საქართველოს მიმართ გაკეთებული უსამართლო განცხადებებით, საბოლოო ჯამში საკუთარ ქვეყნებს გამოუცხადეს ჰიბრიდული ომი და დღეს ამ ომის შედეგებს ევროპულ ქალაქებში იმკიანიმედინიუსი

რაც შეეხება საქართველოს მიმართ მუქარებს, აღსანიშნავია, რომ ევრობიუროკრატებმა საქართველოს მიმართ გაკეთებული უსამართლო განცხადებებით, საბოლოო ჯამში საკუთარ ქვეყნებს გამოუცხადეს ჰიბრიდული ომი და დღეს ამ ომის შედეგებს ევროპულ ქალაქებში იმკიან, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ რატი იონათამიშვილმა 4 ნოემბერს ჩანიშნულ ევროკავშირის გაფართოების ყოველწლიურ ანგარიშზე საუბრისას.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საქართველოს მიმართ ინტერესი სულ უფრო დიდია და საბოლოოდ მოლაპარაკებების მაგიდაზე არა რეზოლუციები, არამედ „შუა დერეფნის“ პროექტის პერსპექტივები განიხილება ხოლმე.

„ორი კვირის წინ რა რეზოლუციაც მიიღო ევროპარლამენტმა, გვახსოვს, ამავდროულად, როდესაც გვარამია იქადნებოდა, რომ ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული საქართველოს წინააღმდეგ ევროკომისიის და ევროსაბჭოს სხდომაზე. შემდეგ ისიც გვახსოვს, რომ ამ სხდომაზე ევროკომისრები შეიკრიბნენ იმისთვის, რომ ემსჯელათ იმაზე, რომ საქართველოსთან დაკავშირებით იმსჯელებდნენ უკვე იანვარში. ანუ შეიკრიბნენ იმისთვის, რომ ემსჯელათ, როდის შეიკრიბებოდნენ.

მეორე მხრივ გამოიკვეთა ძალიან საინტერესო ფაქტიც, რომ უკვე მოლაპარაკების მაგიდასთან უფრო მეტი დრო დაეთმო „შუა დერეფნის“ პროექტს და მნიშვნელობას, ვიდრე ამ გაუთავებელ რეზოლუციებს, სანქციებს, ვიზების შეწყვეტას და სხვა თემებს. ეს ძალიან კარგია და ძალიან კარგი სიგნალია, იმიტომ, რომ დღეს, გეოპოლიტიკურ- ეკონომიკურ რუკაზე საქართველოს მნიშვნელობა არის ათმაგად გაზრდილი. და ათმაგად არის გაზრდილი, როგორც აღმოსავლეთის, ასევე, დასავლეთის ქვეყნებისთვის და სწორედ „შუა დერეფნის“ კონცეფცია არის გარანტია, მათ შორის ენერგოუსაფრთხოებისა ევროკავშირის ქვეყნებისათვის. რა თქმა უნდა საქართველოს მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.

დღეს ყველაზე აუცილებელი, რაც არის - ჩვენმა ქვეყანამ უნდა შეინარჩუნოს უსაფრთხოება, მშვიდობა და უნდა გააძლიეროს სუვერენიტეტი. სხვა შემთხვევაში ამ მნიშვნელობას სულ სხვა ძალები წაიღებენ და ისინი გამოუყენებენ მას არა ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ საკუთარი ბიზნეს თუ სხვა ინტერესის შესაბამისად. აქედან გამომდინარე, ჩვენი მთავარი ამოცანა არის ის, რომ მნიშვნელობა იყოს მდგრადი, მიმზიდველი და მისი მნიშვნელობა კიდევ უფრო შეუქცევადად იზრდებოდეს მსოფლიო რუკაზე, რასაც ჩვენ უზრუნველვყოფთ მოსახლეობის მხარდაჭერით. ამ გზას ალტერნატივა არ გააჩნია.

რაც შეეხება საქართველოს მიმართ მუქარებს და განცხადებებს, აღსანიშნავია, რომ ევრობიუროკრატებმა საქართველოს მიმართ გაკეთებული უსამართლო განცხადებებით საბოლოო ჯამში საკუთარ ქვეყნებს გამოუცხადეს ჰიბრიდული ომი და დღეს ამ ომის შედეგებს ევროპულ ქალაქებში იმკიან“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მისი თქმით, არ გაუკვირდება, რომ როგორც თავის დროზე სხვადასხვა ქვეყნებმა „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი გადაწერეს, ასევე, გამოიყენონ „მანიფესტაციების შესახებ“ კანონი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ორი კვირის წინ რა რეზოლუციაც მიიღო ევროპარლამენტმა, გვახსოვს, ამავდროულად, როდესაც გვარამია იქადნებოდა, რომ ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული საქართველოს წინააღმდეგ ევროკომისიის და ევროსაბჭოს სხდომაზე. შემდეგ ისიც გვახსოვს, რომ ამ სხდომაზე ევროკომისრები შეიკრიბნენ იმისთვის, რომ ემსჯელათ იმაზე, რომ საქართველოსთან დაკავშირებით იმსჯელებდნენ უკვე იანვარში. ანუ შეიკრიბნენ იმისთვის, რომ ემსჯელათ, როდის შეიკრიბებოდნენ. მეორე მხრივ გამოიკვეთა ძალიან საინტერესო ფაქტიც, რომ უკვე მოლაპარაკების მაგიდასთან უფრო მეტი დრო დაეთმო „შუა დერეფნის“ პროექტს და მნიშვნელობას, ვიდრე ამ გაუთავებელ რეზოლუციებს, სანქციებს, ვიზების შეწყვეტას და სხვა თემებს. ეს ძალიან კარგია და ძალიან კარგი სიგნალია, იმიტომ, რომ დღეს, გეოპოლიტიკურ- ეკონომიკურ რუკაზე საქართველოს მნიშვნელობა არის ათმაგად გაზრდილი. და ათმაგად არის გაზრდილი, როგორც აღმოსავლეთის, ასევე, დასავლეთის ქვეყნებისთვის და სწორედ „შუა დერეფნის“ კონცეფცია არის გარანტია, მათ შორის ენერგოუსაფრთხოებისა ევროკავშირის ქვეყნებისათვის. რა თქმა უნდა საქართველოს მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. დღეს ყველაზე აუცილებელი, რაც არის - ჩვენმა ქვეყანამ უნდა შეინარჩუნოს უსაფრთხოება, მშვიდობა და უნდა გააძლიეროს სუვერენიტეტი. სხვა შემთხვევაში ამ მნიშვნელობას სულ სხვა ძალები წაიღებენ და ისინი გამოუყენებენ მას არა ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ საკუთარი ბიზნეს თუ სხვა ინტერესის შესაბამისად. აქედან გამომდინარე, ჩვენი მთავარი ამოცანა არის ის, რომ მნიშვნელობა იყოს მდგრადი, მიმზიდველი და მისი მნიშვნელობა კიდევ უფრო შეუქცევადად იზრდებოდეს მსოფლიო რუკაზე, რასაც ჩვენ უზრუნველვყოფთ მოსახლეობის მხარდაჭერით. ამ გზას ალტერნატივა არ გააჩნია. რაც შეეხება საქართველოს მიმართ მუქარებს და განცხადებებს, აღსანიშნავია, რომ ევრობიუროკრატებმა საქართველოს მიმართ გაკეთებული უსამართლო განცხადებებით საბოლოო ჯამში საკუთარ ქვეყნებს გამოუცხადეს ჰიბრიდული ომი და დღეს ამ ომის შედეგებს ევროპულ ქალაქებში იმკიან“
რატი იონათამიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
რატი იონათამიშვილი პაველ ჰერჩინსკიზე: სამწუხარო ფაქტია, რომ ევროკავშირის ელჩი საქართველოში იცავს არა ევროპულ ღირებულებებს და ევროკავშირის ინტერესებს, არამედ ასრულებს იმ ევრობიუროკრატების დავალებებს, რომლებიც საქართველოში ძალადობისა და სიძულვილის წახალისებას ცდილობენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები