პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"მთავრობა მოძალადეა, ამიტომ ჩემთვის ეს პროტესტი გამართლებულია" - რას აცხადებენ ადგილობრივები "კურიერთან" საფრანგეთში განვითარებულ მოვლენებზე

საფრანგეთში მასობრივი არეულობის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ასობით აქტივისტი საავადმყოფოში მოხვდა, 2 500-ზე მეტი კი დაკავებულია. დიდ ქალაქებში დაწესებულია კომენდანტის საათი, დაკავებულებს კი ბრალს ორგანიზებული დანაშაულის მუხლით წაუყენებენ.

"კურიერის" გადამღები ჯგუფი, პარიზში მოვლენების ეპიცენტრში ჩავიდა. მასობრივი არეულობის შემდეგ, გადამწვარია ქუჩები, განადგურებულია ისტორიული ძეგლები და ინფრასტრუქტურა.

საავადმყოფოებში მოხვდა ასობით აქტივისტი, მათ შორის სკოლის მოსწავლეები. დაღუპულია ორი ადამიანი. საფრანგეთის ხელისუფლებამ უმკაცრესი ზომები აამოქმედა.

ქვეყნის დიდ ქალაქებში კომენდანტის საათია დაწესებული. ძალადობის ფაქტებზე 2 500-ზე მეტი ადამიანია დაკავებული. მათ "ორგანიზებული დანაშაულის" მუხლით გაასამართლებენ.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ პროტესტი სამართლიანია, თუმცა მათი თქმით ნგრევას და ძალადობას არ ემხრობიან:

"რა თქმა უნდა, ნგრევას მხარს არ ვუჭერ. ძალადობა და კერძო თუ საჯარო ქონების განადგურება სირცხვილია. მესმის, რასაც აპროტესტებს ხალხი და ეს პროტესტი სრულიად სამართლიანია. მაგრამ ეს ყველაფრის დანგრევის უფლებას არ იძლევა, უბრალოდ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ქურდობა, ძარცვა და ძალადობა სურთ."

"პროტესტი კარგია. ყველაფრის დანგრევა საჭირო არ არის, თუმცა მთავრობისგან პასუხის გასაცემად გარკვეული ძალადობის ჩვენება აუცილებელია. მთავარი პრობლემა სიმდიდრის უთანასწორო განაწილებაა. პროტესტი არ შეწყდება, ვფიქრობ, სიტუაცია უფრო გამწვავდება."

"მე ამ პროტესტში პრობლემას ვერ ვხედავ. მთავრობა მოძალადეა, ამიტომ ჩემთვისაც ეს პროტესტი გამართლებულია. ინსტიტუციური ძალადობა ბევრ რამეში ვლინდება, მაგალითად, პოლიციის ძალის გადამეტებაში , გაზრდილ ფასებსა და ინფლაციაში."

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობო"კურიერი" პარიზში - რა ვითარებაა საფრანგეთში და გრძელდება თუ არა ქვეყნის ქალაქებში არეულობა
  2. რუსთავი 2სამთავრობო"ვიმედოვნებთ, პოლიცია და სამხედროები ამჯერად მაინც არ გამოიყენებენ ძალას, თუმცა როდესაც სახელმწიფო რეპრესიებს განაგრძობს და ჩვენს მოთხოვნებს ყურადღებას არ აქცევს, პროცესის მშვიდ გარემოში წარმართვა რთული იქნება" - საფრანგეთის მოქალაქე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
საფრანგეთში აქციებზე დაკავებულთა რაოდენობამ 2 000-ს გადააჭარბა. დაშავებულია ათასზე მეტი პოლიციელი და ჟანდარმი. 7 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები