საქართველოს პროკურატურა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ევროპულ დღეს უერთდება
საქართველოს პროკურატურის განცხადებით, საქართველო ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში მე-11 წელია უმაღლეს შეფასებას ინარჩუნებს და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშით რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც Tier 1-ის საფეხური მიენიჭა.

საქართველოს პროკურატურა უერთდება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ევროპულ დღეს, - ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქართველოს პროკურატურა ტრეფიკინგის დანაშაულებზე მკაცრ სისხლისსამართლებრივ პოლიტიკას ახორციელებს. საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მრავალი წელია ფუნქციონირებს შრომითი ტრეფიკინგის ფაქტების გამოვლენის, პრევენციისა და აღკვეთის უწყებათაშორისი მულტიდისციპლინური სამუშაო ჯგუფი.
"საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მიერ მომზადდა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულების 2026 წლის სისხლის სამართლის საქმეთა ანალიტიკური დოკუმენტები ქართულ და ინგლისურ ენებზე.
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველო კვლავ ინარჩუნებს უმაღლეს შეფასებას და უკვე მე-11 წელია, უწყვეტად იმყოფება მსოფლიოს წამყვან ქვეყანათა შორის - პირველ კალათაში (Tier 1).
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2026 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც შეფასების უმაღლესი საფეხური მიენიჭა.
საქართველოს თანმიმდევრული, კოორდინირებული და ეფექტიანი ღონისძიებების განხორციელებით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში და ქვეყანაში თუ რეგიონში უსაფრთხო გარემოს განმტკიცებას უწყობს ხელს.
სახელმწიფოს მიერ ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გაწეული მნიშვნელოვანი ძალისხმევა, დანაშაულის პრევენციაზე, გამოვლენასა და აღკვეთაზე ორიენტირებული ღონისძიებები, ასევე მსხვერპლთა უფლებების დაცვა, ქვეყნის მიერ მიღწეული მაღალი შეფასების შენარჩუნების მნიშვნელოვანი წინაპირობაა", - აღნიშნულია განცხადებაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მიერ მომზადდა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულების 2026 წლის სისხლის სამართლის საქმეთა ანალიტიკური დოკუმენტები ქართულ და ინგლისურ ენებზე. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველო კვლავ ინარჩუნებს უმაღლეს შეფასებას და უკვე მე-11 წელია, უწყვეტად იმყოფება მსოფლიოს წამყვან ქვეყანათა შორის - პირველ კალათაში (Tier 1). აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2026 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც შეფასების უმაღლესი საფეხური მიენიჭა. საქართველოს თანმიმდევრული, კოორდინირებული და ეფექტიანი ღონისძიებების განხორციელებით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში და ქვეყანაში თუ რეგიონში უსაფრთხო გარემოს განმტკიცებას უწყობს ხელს. სახელმწიფოს მიერ ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გაწეული მნიშვნელოვანი ძალისხმევა, დანაშაულის პრევენციაზე, გამოვლენასა და აღკვეთაზე ორიენტირებული ღონისძიებები, ასევე მსხვერპლთა უფლებების დაცვა, ქვეყნის მიერ მიღწეული მაღალი შეფასების შენარჩუნების მნიშვნელოვანი წინაპირობაა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.