ირაკლი კობახიძე: ჩვენი სარჩელით ვამტკიცებთ, რომ ეს პოლიტიკური პარტიები არიან თავისი არსით არაკონსტიტუციურები, შესაბამისად, ისინი, სამწუხაროდ, იწვევენ ჩვენი პოლიტიკური სისტემის ინფიცირებას არაკონსტიტუციური სულისკვეთებით, ეს უნდა შეიცვალოს
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მტკიცებით, მათი სარჩელი ადასტურებს, რომ გარკვეული პოლიტიკური პარტიები არსით არაკონსტიტუციურები არიან და სისტემის ინფიცირებას იწვევენ. მისი განცხადებით, ქართველ ხალხს ჯანსაღი პოლიტიკური სპექტრი სჭირდება და არა საბოტაჟზე მომართული პარტიები.

ჩვენ ჩვენი სარჩელით ზუსტად ამას ვამტკიცებთ, რომ ეს პოლიტიკური პარტიები არიან თავისი არსით არაკონსტიტუციურები. შესაბამისად, ისინი, სამწუხაროდ, იწვევენ ჩვენი პოლიტიკური სისტემის ინფიცირებას არაკონსტიტუციური სულისკვეთებით, ეს უნდა შეიცვალოს, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
პრემიერის განმარტებით, განმსაზღვრელი არის ის, თუ რა პოლიტიკას აწარმოებენ პოლიტიკური პარტიები, არიან თუ არა ისინი თავისი არსით არაკონსტიტუციურები.
„ჰიტლერი რომ ცოცხალი დარჩენილიყო და არჩევნებში მიეღო მონაწილეობა, რაც გერმანელებმა, მადლობა ღმერთს, არ დაუშვეს, ჩვენ მოგვიწია ამის დაშვება, ქართველი ლიბერალ-ფაშისტების დატოვება მოგვიწია ქართულ პოლიტიკაში, ჰიტლერი რომ დარჩენილიყო თავის დროზე პოლიტიკაში, რომ გადარჩენილიყო, მიეღო მონაწილეობა გერმანიაში არჩევნებში, ის ორნიშნა შედეგსაც მიიღებდა სავარაუდოდ. ასეთი იყო მაშინ გერმანიაში მოცემულობა. ამიტომ ეს არ არის განმსაზღვრელი. განმსაზღვრელი არის ის, თუ რა პოლიტიკას აწარმოებენ პოლიტიკური პარტიები, არიან თუ არა ისინი თავისი არსით არაკონსტიტუციურები. ჩვენ ჩვენი სარჩელით ზუსტად ამას ვამტკიცებთ, რომ ეს პოლიტიკური პარტიები არიან თავისი არსით არაკონსტიტუციურები. შესაბამისად, ისინი, სამწუხაროდ, იწვევენ ჩვენი პოლიტიკური სისტემის ინფიცირებას არაკონსტიტუციური სულისკვეთებით, ეს უნდა შეიცვალოს. ამ ჩაკეტილ წრეს თავი უნდა დააღწიოს ქართველმა ხალხმა, ზუსტად ქართველი ხალხის გამოწვევაა ეს. ქართველ ხალხს სჭირდება ჯანსაღი პოლიტიკური სპექტრი და არ სჭირდება ასეთი არაკონსტიტუციური, მუდმივად საბოტაჟზე მომართული პოლიტიკური პარტიები. ეს არის პირველ რიგში ქართველი ხალხის ინტერესებში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2ირაკლი კობახიძე: ჩვენი სარჩელით ვამტკიცებთ, რომ ეს პოლიტიკური პარტიები არიან თავისი არსით არაკონსტიტუციურები, შესაბამისად, ისინი, სამწუხაროდ, იწვევენ ჩვენი პოლიტიკური სისტემის ინფიცირებას არაკონსტიტუციური სულისკვეთებით, ეს უნდა შეიცვალოს
- პირველი არხიირაკლი კობახიძე – ჩვენი სარჩელით ვამტკიცებთ, რომ ეს პარტიები თავისი არსით არაკონსტიტუციურები არიან, იწვევენ პოლიტიკური სისტემის ინფიცირებას არაკონსტიტუციური სულისკვეთებით, ეს უნდა შეიცვალოს
- ინტერპრესნიუსიპრემიერი - ჰიტლერი რომ დარჩენილიყო პოლიტიკაში, სავარაუდოდ, არჩევნებში, ორნიშნა შედეგსაც მიიღებდა, ამიტომ ეს არ არის განმსაზღვრელი, განმსაზღვრელი არის ის, არიან თუ არა პარტიები არაკონსტიტუციურები - სარჩელით კი ამას ვამტკიცებთ, რომ ეს პარტიები არიან
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.