ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დიმიტრი პესკოვი - რუსეთმა და აშშ-მა სტრატეგიული სტაბილურობისა და ბირთვული განიარაღების საკითხებზე დიალოგი რაც შეიძლება სწრაფად უნდა განაახლონ

დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთმა და აშშ-მა სტრატეგიული სტაბილურობისა და ბირთვული განიარაღების საკითხებზე დიალოგი სასწრაფოდ უნდა განაახლონ. კრემლი ასევე იმედოვნებს ამერიკელ მომლაპარაკებელ უიტკოფთან ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ორგანიზებას.

დიმიტრი პესკოვი - რუსეთმა და აშშ-მა სტრატეგიული სტაბილურობისა და ბირთვული განიარაღების საკითხებზე დიალოგი რაც შეიძლება სწრაფად უნდა განაახლონ
დიმიტრი პესკოვი - რუსეთმა და აშშ-მა სტრატეგიული სტაბილურობისა და ბირთვული განიარაღების საკითხებზე დიალოგი რაც შეიძლება სწრაფად უნდა განაახლონინტერპრესნიუსი

რუსეთმა და შეერთებულმა შტატებმა სასწრაფოდ უნდა განაახლონ დიალოგი სტრატეგიული სტაბილურობისა და ბირთვული განიარაღების საკითხებზე, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ჩვენ ამაში დარწმუნებული ვართ. ამის შესახებ არაერთხელ გვისაუბრია. სხვადასხვა დონეზე არაერთხელ განგვიცხადებია და დაგვიდასტურებია ჩვენი პოზიცია იმის თაობაზე, რომ აუცილებელია სტრატეგიული სტაბილურობისა და ბირთვული განიარაღების საკითხებზე დიალოგის რაც შეიძლება სწრაფად განახლება. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი თემაა“, - განაცხადა პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როდესაც უპასუხა შეკითხვას, მიიჩნევს თუ არა რუსეთი საჭიროდ, რომ სტრატეგიული სტაბილურობის საკითხი რუსეთსა და აშშ-ს შორის თუნდაც პოტენციური ორმხრივი შეხვედრის დღის წესრიგში შევიდეს.

ამასთან, მისი თქმით, მოსკოვი ელის, რომ ამერიკელი მომლაპარაკებლები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინელებთან და ევროპელებთან კონტაქტების შესახებ აცნობებენ.

„ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში შევძლებთ შეხვედრის ორგანიზებას და ამერიკელი მომლაპარაკებლები, ბატონი უიტკოფი, შეძლებენ პრეზიდენტ პუტინს აცნობონ როგორც უკრაინელებთან, ასევე ევროპელებთან მათი კონტაქტების შესახებ“, - განაცხადა პესკოვმა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, არის თუ არა პრეზიდენტის გრაფიკში უიტკოფთან შეხვედრა, მას შემდეგ რაც ის ნორვეგიაში ვოლოდიმირ ზელენსკის, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტორესა და ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბს შეხვდება.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენ ამაში დარწმუნებული ვართ. ამის შესახებ არაერთხელ გვისაუბრია. სხვადასხვა დონეზე არაერთხელ განგვიცხადებია და დაგვიდასტურებია ჩვენი პოზიცია იმის თაობაზე, რომ აუცილებელია სტრატეგიული სტაბილურობისა და ბირთვული განიარაღების საკითხებზე დიალოგის რაც შეიძლება სწრაფად განახლება. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი თემაა“
„ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში შევძლებთ შეხვედრის ორგანიზებას და ამერიკელი მომლაპარაკებლები, ბატონი უიტკოფი, შეძლებენ პრეზიდენტ პუტინს აცნობონ როგორც უკრაინელებთან, ასევე ევროპელებთან მათი კონტაქტების შესახებ“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
დონალდ ტრამპი - ვლადიმერ პუტინთან უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ - რუსეთი უკრაინასთან დაკავშირებით ნორმალურად იქცევა, ისინი დიდად არაფერს აკეთებენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები