პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციისა და ელჩების შეხვედრაზე - ბოლო ინსტრუქტაჟი საკონსტიტუციო სასამართლოში გამოცხადებამდე - შენიღბონ მაინც თავისი მორჩილება გარე ძალების მიმართ

საკონსტიტუციო სასამართლოლელო

თენგიზ შარმანაშვილის მტკიცებით, ოპოზიციის შეხვედრა ელჩებთან საკონსტიტუციო სასამართლოში გამოცხადებამდე „ბოლო ინსტრუქტაჟი“ იყო, რასაც ბადრი ჯაფარიძე უარყოფს და აცხადებს, რომ თემა ქვეყნის „ოცნების“ ავანტიურისგან დაცვა იყო.

თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციისა და ელჩების შეხვედრაზე - ბოლო ინსტრუქტაჟი საკონსტიტუციო სასამართლოში გამოცხადებამდე - შენიღბონ მაინც თავისი მორჩილება გარე ძალების მიმართ
ინტერპრესნიუსი

შენიღბონ მაინც თავისი მორჩილება გარე ძალების მიმართ,- ასე ეხმაურება თავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციური პარტიების ნაწილის ლიდერებისა და საქართველოში აკრედიტებული ელჩების დღევანდელ შეხვედრას.

მისი შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოში გამოცხადებამდე ელჩებთან გამართული შეხვედრა ბოლო ინსტრუქტაჟის მიღებას ემსახურებოდა.

„ბოლო ინსტრუქტაჟი საკონსტიტუციო სასამართლოში გამოცხადებამდე. კარგი რა, შენიღბონ მაინც თავისი მორჩილება გარე ძალების მიმართ !“,- წერს თენგიზ შარმანაშვილი.

ინფორმაციისთვის, ოპოზიციური პარტიების ნაწილის ლიდერები საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს შეხვდნენ. შეხვედრაში მონაწილეობენ დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩები.

როგორც შეხვედრის შემდეგ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, „ელჩებთან საუბრის მთავარი თემა იყო როგორ იცვან სახელმწიფო და ხალხი შესაძლო უმძიმესი შედეგებისგან, რომელიც შეიძლება „ოცნების“ ავანტიურამ მოუტანოს“.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. რუსთავი 2სამთავრობოთენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე: შენიღბონ მაინც თავისი მორჩილება გარე ძალების მიმართ
  2. იმედინიუსისამთავრობოთენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე: შენიღბონ მაინც თავისი მორჩილება გარე ძალების მიმართ
  3. POSTVსამთავრობოთენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციის შესახებ: “შენიღბონ მაინც თავიანთი მორჩილება გარე ძალების მიმართ”
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ელჩებთან საუბრის მთავარი თემა იყო როგორ იცვან სახელმწიფო და ხალხი შესაძლო უმძიმესი შედეგებისგან, რომელიც შეიძლება „ოცნების“ ავანტიურამ მოუტანოს“
ბადრი ჯაფარიძე
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დიდი ბრიტანეთის საელჩოში შეხვედრა გამართესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები