ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ადვოკატთა ასოციაციის შრომის სამართლის კომიტეტის ადვოკატებისა და მოსამართლეების მონაწილეობით სამუშაო შეხვედრა ჩატარდა

ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, ILO-ს მხარდაჭერით, შრომის სამართლის სპეციალიზებულ მოსამართლეთა და ადვოკატთა მონაწილეობით ბენჩ-ბარის ფორმატის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც შრომით ურთიერთობებსა და სასამართლო პრაქტიკის უახლეს ტენდენციებზე იმსჯელეს.

ადვოკატთა ასოციაციის შრომის სამართლის კომიტეტის ადვოკატებისა და მოსამართლეების მონაწილეობით სამუშაო შეხვედრა ჩატარდა
ადვოკატთა ასოციაციის შრომის სამართლის კომიტეტის ადვოკატებისა და მოსამართლეების მონაწილეობით სამუშაო შეხვედრა ჩატარდაინტერპრესნიუსი

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მხარდაჭერით, შრომის სამართლის სპეციალიზირებულ მოსამართლეთა და ადვოკატთა ასოციაციის შრომის სამართლის კომიტეტის წევრების მონაწილეობით ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, ბენჩ-ბარის ფორმატის შეხვედრა კვლავ გაიმართა თემაზე: “შრომითი ურთიერთობები: სამართლებრივი, სასამართლო და პრაქტიკული პერსპექტივები“. ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა; საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ, ლევან მიქაბერიძემ და საქართველოში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) კოორდინატორმა, ეკატერინე ქარჩხაძემ.

„შრომის საერთაშორისო სტანდარტებისა და ახალი გლობალური ტენდენციების შესახებ მოხსენება წარადგინა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) DWT/CO-ბუდაპეშტის ოფისის წარმომადგენელმა, ლეიო სიბელიმ.

შეხვედრის სხვა თემები მოიცავდა:

დასაქმების სხვადასხვა ფორმისადმი ეროვნულ საკანონმდებლო მიდგომებს;

დასაქმების სტატუსთან დაკავშირებით სასამართლოს მიდგომებსა და საქართველოს სასამართლო პრაქტიკის უახლეს ტენდენციებს;

დასაქმების სხვადასხვა ფორმასთან დაკავშირებულ პრაქტიკულ გამოწვევებს იურიდიული პროფესიის პერსპექტივიდან;

საქართველოს შრომის სამართლის განვითარების სამომავლო მიმართულებებსა და მოსამართლეებსა და ადვოკატებს შორის დიალოგის გაძლიერების მნიშვნელობას და სხვ.

აღნიშნული ფორმატის შეხვედრები მიზნად ისახავს შრომის სამართლის სფეროში არსებული აქტუალური საკითხების განხილვასა და გამოცდილების გაზიარებას, მოსამართლეებსა და ადვოკატებს შორის პროფესიული დიალოგის გაძლიერებას, ასევე, სამართლებრივ და პრაქტიკულ გამოწვევებთან დაკავშირებული საკითხების ეფექტიანად გადაწყვეტის ხელშეწყობას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„შრომის საერთაშორისო სტანდარტებისა და ახალი გლობალური ტენდენციების შესახებ მოხსენება წარადგინა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) DWT/CO-ბუდაპეშტის ოფისის წარმომადგენელმა, ლეიო სიბელიმ. შეხვედრის სხვა თემები მოიცავდა: დასაქმების სხვადასხვა ფორმისადმი ეროვნულ საკანონმდებლო მიდგომებს; დასაქმების სტატუსთან დაკავშირებით სასამართლოს მიდგომებსა და საქართველოს სასამართლო პრაქტიკის უახლეს ტენდენციებს; დასაქმების სხვადასხვა ფორმასთან დაკავშირებულ პრაქტიკულ გამოწვევებს იურიდიული პროფესიის პერსპექტივიდან; საქართველოს შრომის სამართლის განვითარების სამომავლო მიმართულებებსა და მოსამართლეებსა და ადვოკატებს შორის დიალოგის გაძლიერების მნიშვნელობას და სხვ. აღნიშნული ფორმატის შეხვედრები მიზნად ისახავს შრომის სამართლის სფეროში არსებული აქტუალური საკითხების განხილვასა და გამოცდილების გაზიარებას, მოსამართლეებსა და ადვოკატებს შორის პროფესიული დიალოგის გაძლიერებას, ასევე, სამართლებრივ და პრაქტიკულ გამოწვევებთან დაკავშირებული საკითხების ეფექტიანად გადაწყვეტის ხელშეწყობას“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ ინგლისური სამართლის ფორუმს უმასპინძლაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები