ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მეუფე იობი სოც-ქსელის მოყვარული მღვდლების წინააღმდეგ

რუის-ურბნისის ეკლესიის წინამძღვარი იობ აქიაშვილი სოციალურ ქსელებში აქტიურ სასულიერო პირებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ დღეს მღვდელი შეიძლება იგინებოდეს ან ვინმეს ურტყამდეს, ნაცვლად იმისა, რომ დრო ლოცვას დაუთმოს.

მეუფე იობი სოც-ქსელის მოყვარული მღვდლების წინააღმდეგ
მეუფე იობი სოც-ქსელის მოყვარული მღვდლების წინააღმდეგTV პირველი

რუის-ურბნისის ეკლესიის წინამძღვარი, იობ აქიაშვილი იმ სასულიერო პირებს აკრიტიკებს, რომლებიც სოციალურ ქსელში აქტიურობენ, ფოტოებს დებენ და მისი თქმით, მოწონებებს ელოდებიან.

18 ოქტომბერს ბანას ეკლესიაში ქადაგებისას, მაღალმა იერარქმა თქვა, რომ სასულიერო პირებმა ამის ნაცვლად დრო ლოცვას და ღმერთთან სიახლოვეს უნდა დაუთმონ.

მეუფემ ასევე ქადაგებისას სამეტყველო ენაც დაუწუნა მღვდლებს. როგორც იობ აქიაშვილი ამბობს, დღეს შეიძლება სასულიერო პირმა გინებაც დაიწყოს, მრისხანებაც გამოხატოს და ვიღაცას დაარტყას კიდეც.

სამწუხაროდ ერული სული შემოიჭრა ეკლესიაში. ბოლოს ჟამსო ერის კაცის დონეზე დავლენო და ერის ადამიანები ცხოველის დონეზე დავლენო, ზუსტად ეს დროა ჩვენს დროში. უკვე სირცხვილის გრძნობა აღარ აქვთ ადამიანებს. დღეს სასულიერო პირები მეტყველებენ როგორც ერისკაცები. არადა სასულიერო პირის სამეტყველო ენა სხვა უნდა, უფრო მოკძალებული უნდა იყოს, უფრო მოზომილი უნდა ჰქონდეს. დღეს შეიძლება სასულიერო პირმა გინებაც დაიწყოს, მრისხანებაც გამოხატოს, ვიღაცას დაარტყას კიდეც. ასეთი დგომარეობაა დღეს უკვე სასულეირო პირებში, სამწუხაროდ.

დღეს სასულიერო პირების ნაწილი ცდილობს, რომ საზოგადოებას მოაწონოს თავი, ფეისბუქში დებს ფოტოებს, ელოდება, ვინ რას იტყვის და მთელი ყურადღება ამაზე აქვს გადატანილი - როგორი კომენტარი დაიწერება. არადა მთავარი ის არის ღმერთი რას იტყვის შენზე. ამაზე ჩვენ აღარ ვფიქრობთ, ფეისბუქში როგორი კომენტარები დაიწერება, ესაა მთავრი. დებს იქ თავის ფოტოებს, რაღაც სიტყვებს წარმოთქვამს და კომენტარებს ელოდება და მთელი მისი არსი გადასულია სოციალურ ქსელებში. ამ დროს ღმერთი ავიწყდება. ეს მდგომარეობა ღმერთს გვაცილებს. დღეს ეშმაკი იქითკენაა მიმართული, რომ კაცობრიობა დააცილოს ღმერთს. ამიტომ, უნდა ვეცადოთ, რომ ნაკლები ურთიერთობა გვქონდეს სოციალურ ქსელებთან, რადგან დროს გვართმევს,'' - განაცხადა მეუფე იობ აქიაშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ლე­ვან ლორ­თქი­ფა­ნი­ძე: ეს არის გაჟ­ლე­ტის, გას­რე­სის წი­ნა­პი­რო­ბა. ამას უნდა მო­ვე­ლო­დეთ, მარ­ტო დარ­ჩე­ნილ სა­ქარ­თვე­ლოს ნე­ბის­მი­ერ ფორ­მატ­ში გას­რეს რუ­სე­თის იმ­პე­რიაწაიკითხე

უახლესი ამბები