ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ჩვენი ბუნებრივი მოკავშირეებისგან, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ყველა ტიპის მხარდაჭერა, რაშიც არ უნდა იყოს გამოხატული - ირაკლი ფავლენიშვილი საკონტიტუციო სარჩელზე

ნაციონალური მოძრაობა

ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ოპოზიციის აკრძალვა დემოკრატიის საბოლოო განადგურებაა და ევროპულ უსაფრთხოებასაც ეხება. ამავდროულად, საგარეო უწყება ევროკომისიის შეშფოთებას პარტიების აკრძალვაზე შიდა საქმეებში უხეშ ჩარევად და მართლმსაჯულებაზე ზეწოლად აფასებს.

ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევა და ზეწოლა ქართულ მართლმსაჯულებაზე - ასე აფასებს საგარეო უწყება ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებას, რომელმაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესზე და მართლმსაჯულების სისტემის შესაძლო ინსტრუმენტალიზაციაზე შეშფოთება გამოთქვა.

პარალელურად, სარჩელის განხილვამდე 1 დღით ადრე საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს ხვდებიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.

პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველი საბჭოს თავმჯდომარის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები მხოლოდ პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსების აკრძალვას არ ეხება და, მისი შეფასებით, დემოკრატიული პროცესის განადგურებას გულისხმობს.

"მთავარი თემა შეუძლებელია არ იყოს ის, რაც ხდება ქვეყანაში. ეს არ გახლავთ მხოლოდ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, არ გახლავთ მხოლოდ პოლიტიკოსების აკრძალვა, ეს გახლავთ დემოკრატიული პროცესის საბოლოო განადგურება, წერტილის დასმა და ეს კარგად ესმის ყველას და ეს არის ისეთი საკითხი, რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არამხოლოდ ქართულ სახელმწიფოებრიობას ეხება, არამედ ეხება ევროპულ უსაფრთხოებას. ჩვენი ბუნებრივი მოკავშირეებისგან, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის ყველა ტიპის მხარდაჭერა, რაშიც არ უნდა იყოს გამოხატული და ჩვენ ზოგადად, რა თქმა უნდა, უნდა გვქონდეს ჩვენს ბუნებრივ მოკავშირეებთან ურთიერთობა", - პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მთავარი თემა შეუძლებელია არ იყოს ის, რაც ხდება ქვეყანაში. ეს არ გახლავთ მხოლოდ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, არ გახლავთ მხოლოდ პოლიტიკოსების აკრძალვა, ეს გახლავთ დემოკრატიული პროცესის საბოლოო განადგურება, წერტილის დასმა და ეს კარგად ესმის ყველას და ეს არის ისეთი საკითხი, რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არამხოლოდ ქართულ სახელმწიფოებრიობას ეხება, არამედ ეხება ევროპულ უსაფრთხოებას. ჩვენი ბუნებრივი მოკავშირეებისგან, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის ყველა ტიპის მხარდაჭერა, რაშიც არ უნდა იყოს გამოხატული და ჩვენ ზოგადად, რა თქმა უნდა, უნდა გვქონდეს ჩვენს ბუნებრივ მოკავშირეებთან ურთიერთობა“
ირაკლი ფავლენიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მზად ვართ ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან თანამშრომლობისთვის, ბრძოლაში და მოქმედებაში უნდა ვიყოთ ერთიანები, ყველანაირი უთანხმოება იქნება გვერდზე გადადებული - ირაკლი ფავლენიშვილი საკონსტიტუციო სარჩელზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები