ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მზად ვართ ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან თანამშრომლობისთვის, ბრძოლაში და მოქმედებაში უნდა ვიყოთ ერთიანები, ყველანაირი უთანხმოება იქნება გვერდზე გადადებული - ირაკლი ფავლენიშვილი საკონსტიტუციო სარჩელზე

საკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობალელო

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ პარტია საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის აკრძალვის პროცესს დაესწრება და მხარდამჭერებს ბათუმში, სხდომების პარალელურად შეკრებისკენ მოუწოდებს.

მომდევნო კვირიდან საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური სუბიექტის აკრძალვის საკითხზე პირველ სხდომას გამართავს. ოპოზიციურ პარტიებს ჯერ ერთიანი პოზიცია არ აქვთ დაესწრებიან თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვებს. დღეს ცნობილი გახდა, რომ "ლელოს" მსგავსად ბათუმში ჩავა "ნაციონალური მოძრაობაც".

პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველი საბჭოს თავმჯდომარე, ირაკლი ფავლენიშვილი მხარდამჭერებს სასამართლო სხდომების პარალელურად შეკრებისკენ მოუწოდებს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მონაწილეობას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე ისტორიულ პროცესში. ამ დროს ერთიანობა იქნება მნიშვნელოვანი, ამიტომაც, მე მოვუწოდებ ყველას, არა მხოლოდ ჩვენს მომხრეებს, არამედ ყველა პატრიოტს, შევიკრიბოთ იმ სასამართლოს სხდომების პარალელურად, რომელიც გაიმართება ბათუმში. ჩვენ ვართ სრულიად მზადყოფნაში ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან, ყველა პარტიასთან თანამშრომლობისთვის, იმიტომ, რომ ბრძოლაში და მოქმედებაში უნდა ვიყოთ ერთიანები, ყველანაირი, ასე ვთქვათ, უთანხმოება იქნება გვერდზე გადადებული", - აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მონაწილეობას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე ისტორიულ პროცესში. ამ დროს ერთიანობა იქნება მნიშვნელოვანი, ამიტომაც, მე მოვუწოდებ ყველას, არა მხოლოდ ჩვენს მომხრეებს, არამედ ყველა პატრიოტს, შევიკრიბოთ იმ სასამართლოს სხდომების პარალელურად, რომელიც გაიმართება ბათუმში. ჩვენ ვართ სრულიად მზადყოფნაში ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან, ყველა პარტიასთან თანამშრომლობისთვის, იმიტომ, რომ ბრძოლაში და მოქმედებაში უნდა ვიყოთ ერთიანები, ყველანაირი, ასე ვთქვათ, უთანხმოება იქნება გვერდზე გადადებული“
ირაკლი ფავლენიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
„ნაცმოძრაობა“ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომებს დაესწრებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები