ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

უკრაინული მედია - სამხრეთ კორეა უკრაინაში საელჩოდან დამატებით პერსონალს გაიწვევს

ჩრდილოეთ კორეელი სამხედრო ტყვეების გარშემო არსებული დავის გამო, სამხრეთ კორეა უკრაინაში მდებარე საელჩოდან დამატებით პერსონალს გაიწვევს, რადგან კიევისგან „კონსტრუქციული პასუხი“ ვერ მიიღო.

უკრაინული მედია - სამხრეთ კორეა უკრაინაში საელჩოდან დამატებით პერსონალს გაიწვევს
უკრაინული მედია - სამხრეთ კორეა უკრაინაში საელჩოდან დამატებით პერსონალს გაიწვევსინტერპრესნიუსი

სამხრეთ კორეა უკრაინაში საელჩოდან დამატებით პერსონალს გაიწვევს, - ინფორმაციას უკრაინული მედია სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჩრდილოეთ კორეელი სამხედრო ტყვეების ირგვლივ შექმნილი დავის შესახებ უწყებამ კიევიდან „კონსტრუქციული პასუხი“ ვერ მიიღო, რის შემდეგაც, სამინისტრომ უკრაინიდან საელჩოს დამატებითი პერსონალის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო.

ცნობისთვის, მიმდინარე თვის დასაწყისში სამხრეთ კორეამ უკრაინიდან ელჩი პაკ კი-ჩანი გაიწვია.

სეულსა და კიევს შორის ურთიერთობა მას შედეგ დაიძაბა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ თვეში, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გააჟღერა ინფორმაცია უკრაინიდან ჩრდილოეთ კორეელი ტყვეების სამხრეთ კორეაში გადაყვანის შესახებ. სამხრეთ კორეის ხელისუფლების განცხადებით, აღნიშნული საკითხი კონფიდენციალურად უნდა დარჩენილიყო.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უკრაინისგან ოფიციალური ახსნა-განმარტება და ბოდიშის მოხდა მოითხოვა. სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩო ჰიუნმა განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ უკრაინისგან ბოდიში მიიღო, თუმცა ეს ბოდიში სეულის მოლოდინებს „არ აკმაყოფილებდა“.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
სამხრეთ კორეის პრეზიდენტის განცხადებით, სეული შემდგომ ზომებს მიიღებს, თუ უკრაინა საჯაროდ არ მოიხდის ბოდიშს ომის ტყვეების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების გამოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები